1. დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია გამოსცეს სასაქონლო კოდის ან საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება. საბაჟო ორგანოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის შესახებ განცხადება წარმოებაში არ მიიღება, თუ:
ა) განცხადება წარდგენილია სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების მფლობელის მიერ ან მისი სახელით იმავე საქონელზე, ხოლო საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების მფლობელის მიერ ან მისი სახელით იმავე საქონელზე და საქონლის წარმოშობის განსაზღვრისათვის საჭირო იმავე გარემოებებით;
ბ) განცხადებაში არ არის მითითებული, რომელი საბაჟო პროცედურისათვის გამოიყენება მიღებული გადაწყვეტილება.
2. სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება ან საქონლისა წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება, სასაქონლო კლასიფიკაციასთან ან საქონლის წარმოშობის განსაზღვრასთან დაკავშირებით:
ა) საბაჟო ორგანოსათვის სავალდებულოა მხოლოდ იმ საქონელთან დაკავშირებით, რომლისთვისაც საბაჟო ფორმალობა სრულდება ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდგომ;
ბ) გადაწყვეტილების მფლობელისათვის სავალდებულოა ამ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარების თარიღიდან.
3. სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება ან საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება მოქმედებს ძალაში შესვლიდან 3 წლის განმავლობაში.
4. ცალკეული საბაჟო პროცედურის განხორცილებისას წინასწარი გადაწყვეტილების შესრულების უზრუნველსაყოფად ამ გადაწყვეტილების მფლობელმა უნდა დაადასტუროს, რომ:
ა) სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების შემთხვევაში დეკლარირებული საქონელი სრულად შეესაბამება ამ გადაწყვეტილებაში აღწერილ საქონელს;
ბ) საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების შემთხვევაში განსახილველი საქონელი და მისი წარმოშობის გარემოებები სრულად შეესაბამება ამ გადაწყვეტილებაში აღწერილ საქონელს და გარემოებებ