1. საბაჟო ორგანომ ბათილად უნდა ცნოს აღმჭურველი გადაწყვეტილება, თუ სრულდება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პირობა:
ა) აღმჭურველი გადაწყვეტილება მიღებულია არასწორ ან არასრულ ინფორმაციაზე დაყრდნობით;
ბ) აღმჭურველი გადაწყვეტილების მფლობელმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა, რომ მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია იყო არასწორი ან არასრული;
გ) ასეთი აღმჭურველი გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული სწორი ან/და სრული ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში.
2. აღმჭურველი გადაწყვეტილების მფლობელს უნდა წარედგინოს შეტყობინება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.
3. ბათილობა ძალაშია აღმჭურველი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღიდან, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად ამ გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებულ