1. ნებისმიერი პირი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ჩართულია საბაჟო ფორმალობის შესრულებაში ან ეხება საბაჟო კონტროლი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში საბაჟო ორგანოს მიაწოდოს მოთხოვნილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, აგრეთვე გაუწიოს დახმარება აღნიშნული საბაჟო ფორმალობის შესრულებისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებაში.

2. პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებითი შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, ასევე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) რომ დეკლარაციაზე, შეტყობინებაზე ან განაცხადზე დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საბაჟო პროცედურაში საქონლის მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნები ასევე ვრცელდება საბაჟო ორგანოს მიერ მოთხოვნილ ან/და მისთვის წარდგენილ ნებისმიერ ინფორმაციაზე.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება საბაჟო წარმომადგენელზე, მის მიერ საბაჟო დეკლარაციის, შეტყობინების ან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში