მიმართებით

საბაჟო ღირებულებისა და იმპორტის გადასახადის ოდენობის განსაზღვრისას უცხო ქვეყნის ვალუტა საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე გადაიანგარიშება შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ბ) თუ საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის არარსებობს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი, გამოიყენება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული კურსი.

თავი II. საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებები და მოვალეობე