1. საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა შედგება საბაჟო ფორმალობებთან დაკავშირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისაგან, ამ კოდექსისაგან და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
2. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ან საქართველოს ფინანსთა მინისტრი გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს.
3. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ კოდექსის მიმარ