1. ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საბაჟო კონტროლი – საბაჟო ორგანოს ქმედება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის, გადაადგილებისა და შენახვის, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის, საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად;
ბ) პირი:
ბ.ა) ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი;
ბ.ბ) პირთა გაერთიანება, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობს სამართლებრივ ურთიერთობებში, მაგრამ არ გააჩნია იურიდიული პირის სტატუსი;
ბ.გ) საწარმო ან ორგანიზაცია;
გ) საქართველოში დაფუძნებული პირი – საქართველოს მოქალაქე ან/და პირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში გადასახადის გადამხდელად;
დ) საბაჟო ფორმალობა – დაინტერესებული პირის ან/და საბაჟო ორგანოს მიერ სავალდებულოდ განსახორციელებელი ქმედება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესასრულებლად;
ე) ზოგადი დეკლარირება – ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმით, წესით და განსაზღვრულ ვადაში საბაჟო ორგანოს აცნობებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანის შესახებ;
ვ) დროებითი შენახვის დეკლარირება – ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმით და წესით აცხადებს, რომ საქონელი არის დროებით შენახული;
ზ) საბაჟო დეკლარირება – ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმით და წესით აცხადებს საქონლის მიმართ მოცემული საბაჟო პროცედურის გამოყენების განზრახვას, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი პირობის მითითებით;
თ) რეექსპორტის დეკლარირება – ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმით და წესით აცხადებს უცხოური საქონლის, გარდა თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცეული ან დროებით შენახული საქონლისა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გატანის განზრახვის შესახებ;
ი) რეექსპორტის შეტყობინება – ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმით და წესით აცხადებს თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცეული ან დროებით შენახული უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გატანის განზრახვის შესახებ;
კ) დეკლარანტი – პირი, რომელიც საბაჟო ორგანოს წარუდგენს საბაჟო დეკლარაციას, დროებითი შენახვის დეკლარაციას, საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციას, საქონლის გატანის ზოგად დეკლარაციას, რეექსპორტის დეკლარაციას ან რეექსპორტის შეტყობინებას თავისი სახელით ან პირი, რომლის სახელითაც საბაჟო ორგანოს წარედგინება შესაბამისი დეკლარაცია ან შეტყობინება;
ლ) საბაჟო პროცედურა – ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი პროცედურა, რომელშიც ამ კოდექსის შესაბამისად შესაძლებელია მოექცეს საქონელი, კერძოდ:
ლ.ა) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება;
ლ.ბ) სპეციალური პროცედურები;
ლ.გ) ექსპორტი;
მ) დროებით შენახვა – უცხოური საქონლის მდგომარეობა, რომელიც საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ დროებით შენახულია, საბაჟო ორგანოსათვის მისი წარდგენიდან საბაჟო პროცედურაში მოქცევამდე/რეექსპორტამდე;
ნ) საბაჟო ვალდებულება – პირის ვალდებულება გადაიხადოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი იმპორტის გადასახადი;
ო) ვალდებული პირი – პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულია შეასრულოს საბაჟო ვალდებულება;
პ) საბაჟო სტატუსი – საქართველოს საქონლის ან უცხოური საქონლის სტატუსი საქონლისათვის;
ჟ) საქონელი – საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი და წყალი.
რ) საქართველოს საქონელი არის:
რ.ა) საქონელი, რომელიც მთლიანად მიღებულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე და არ შეიცავს უცხო ქვეყნიდან შემოტანილ საქონელს ან არ არის წარმოებული უცხო ქვეყნიდან შემოტანილი საქონლისაგან, (გარდა იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი, საწარმოო ოპერაციების შედეგად მიღებული ნარჩენებისა, ჯართისა და ნახმარი ნაკეთობებისა, რომლებიც შეგროვდა საქართველოში და გამოიყენება მხოლოდ ნედლეულად გადამუშავებისათვის);
რ.ბ) უცხო ქვეყნიდან შემოტანილი და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონელი;
რ.გ) „რ.ა“ და რ.ბ“ ქვეპუნქტებით ან მხოლოდ „რ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლისაგან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მიღებული ან წარმოებული საქონელი;
რ.დ) ექსპორტში მოსაქცევი უცხოური საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტი.
ს) უცხოური საქონელი − საქონელი, რომელიც არ არის გათვალისწინებული „ტ“ ქვეპუნქტით ან საქონელი, რომელმაც დაკარგა საქართველოს საქონლის სტატუსი;
ტ) საქონლის გაშვება – საქონლის განკარგვის ან/და საქონლით სარგებლობის უფლების მინიჭება საქონლის მიმართ გამოყენებული საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების შესაბამისად;
უ) საბაჟო ზედამხედველობა – საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება;
ფ) საწარმო, ორგანიზაცია – საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;
ქ) გადამუშავებული პროდუქტი – შიდა გადამუშავების ან გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული საქონელი;
ღ) საქონლის წარდგენა – საბაჟო ორგანოში ან საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილ ან მასთან შეთანხმებულ სხვა ადგილზე საქონლის მიტანის შესახებ ინფორმაციის მიწოდება საბაჟო ორგანოსათვის;
ყ) საქონლის მფლობელი – საქონლის მესაკუთრე ან საქონლის განკარგვის უფლების მქონე პირი ან პირი, რომლის ფიზიკური კონტროლის ქვეშ არის საქონელი;
შ) პროცედურის მფლობელი:
შ.ა) პირი, რომელიც წარადგენს საბაჟო დეკლარაციას ან რომლის დავალებითაც არის წარდგენილი დეკლარაცია;
შ.ბ) პირი, რომელსაც გადაეცა საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული უფლებები და ვალდებულებები;
ჩ) გადამუშავების ოპერაცია:
ჩ.ა) საქონლის დამუშავება, მათ შორის, მონტაჟი, აწყობა ან სხვა საქონელზე მორგება;
ჩ.ბ) საქონლის წარმოება;
ჩ.გ) საქონლის განადგურება;
ჩ.დ) საქონლის შეკეთება, მათ შორის, აღდგენა და მუშა მდგომარეობაში მოყვანა;
ჩ.ე) საქონლის გამოყენება, რომელიც არ იდენტიფიცირდება გადამუშავებულ პროდუქტში, მაგრამ ხელს უწყობს ან აადვილებს გადამუშავებული პროდუქტის წარმოებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქონელი სრულად ან ნაწილობრივ იხარჯება გადამუშავების პროცესში.
ც) გამოსავლიანობის ნორმა – გადამუშავებული პროდუქტის ოდენობა ან ოდენობის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც მიღებულია შიდა გადამუშავების პროცედურაში ან გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული განსაზღვრული რაოდენობის საქონლის გადამუშავების შედეგად;
ძ) გადაწყვეტილება – საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე განხორციელებული ქმედება ან/და გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც პირის ან დაინტერესებულ პირთა მიმართ შეიძლება მოყვეს სამართლებრივი შედეგები;
წ) გადამზიდავი:
წ.ა) შემოტანის შემთხვევაში პირი, რომელსაც შემოაქვს საქონელი ან რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაზიდვაზე. ამასთან:
წ.ა.ა) კომბინირებული გადაზიდვისას გადამზიდავი არის პირი, რომელიც ორგანიზებას უწევს იმ სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებას, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლის შემდგომ გადაადგილდება თავისი სვლით;
წ.ა.ბ) საზღვაო ან საჰაერო გადაზიდვისას გადამზიდავი არის პირი, რომელიც დებს ხელშეკრულებას და გასცემს გადაზიდვის დოკუმენტს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაზიდვაზე;
წ.ბ) გატანის შემთხვევაში პირი, რომლსაც გააქვს საქონელი ან რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გადაზიდვაზე. ამასთან:
წ.ბ.ა) კომბინირებული გადაზიდვისას, როდესაც თავის სვლით გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალება გადაზიდავს სხვა სატრანსპორტო საშუალებას და თავის სვლით გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდგომ მის მიერ გადაზიდული სატრანსპორტო საშუალება გადაადგილებას განაგრძობს თავისი სვლით, გადამზიდავად მიიჩნევა პირი, რომელიც მართავს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც გადაადგილებას განაგრძობს თვისი სვლით მას მერე, რაც სატრანსპორტო საშუალება, რომელმაც თავისი სვლით დატოვა საბაჟო ტერიტორია მივიდა დანიშნულების ადგილზე;
წ.ბ.ბ) საზღვაო ან საჰაერო გადაზიდვისას გადამზიდავი არის პირი, რომელიც დებს ხელშეკრულებას და გასცემს გადაზიდვის დოკუმენტს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გადაზიდვაზე;
ჭ) შესყიდვის საკომისიო – იმპორტიორის მიერ ნებისმიერი ანაზღაურება შესაფასებელი საქონლის ყიდვისას მისი წარმომადგენლისათვის;
ხ) იმპორტის გადასახდელი – საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადი, აქციზი, დღგ, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან დაკავშირებით;
ჯ) ბარგი – მგზავრებისაგან განცალკევებულად გადასაზიდი საგანი;
ჰ) საბაჟო ორგანოს საწყობი – შემოსავლების სამსახურის საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც ხორციელდება საქონლის შენახვა;
ჰ1) ხელბარგი – მგზავრის მიერ პირადად გადასატანი საგანი;
ჰ2) გაფორმების ეკონომიკური ზონა – შემოსავლების სამსახურის სპეციალურად შექმნილი საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც ხორციელდება საქონლის გაფორმება;
ჰ3) მგზავრი – ფიზიკური პირი, რომელიც კანონიერად კვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს;
ჰ4) საბაჟო გამშვები პუნქტი – საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი პროცედურები;
ჰ5) აღმჭურველი გადაწყვეტილება – საბაჟო მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს;
ჰ6) ტრანზიტი – საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება უცხო ქვეყნებს შორის (ან ერთი ქვეყნის ტერიტორიულ ერთეულებს შორის) საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით;
ჰ7) სატრანსპორტო საშუალება – საავტომობილო, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალება, აგრეთვე ელექტროგადამცემი ხაზი, მილსადენი, კონტეინერი, მისაბმელი, ნახევარმისაბმელი და ნებისმიერი სხვა საშუალება, რომლებიც გამოიყენება მგზავრთა გადაყვანისათვის ან/და საქონლის გადაზიდვისათვის.
2. ტერმინი და ცნება, რომელიც არ არის განმარტებული ამ კოდექსით, გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რაც მას აქვს შესაბამის კანონმდებლობაშ