1. საქართველოს საბაჟო ორგანოებია:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური);

ბ) შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი.

2. საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

3. საბაჟო ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ზედამხედველობას უწევს საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობას, სამართლიანი და თავისუფალი ვაჭრობის მხარდაჭერის მიზნით;

ბ) იცავს საქართველოს ფინანსურ ინტერესებს;

გ) კანონიერი ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერით, იცავს საქართველოს ეკონომიკურ სივრცეს არაკეთილსინდისიერი და უკანონო საერთაშორისო ვაჭრობისგან;

დ) უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას და გარემოს დაცვას, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობის გზით;

ე) ახორციელებს ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო, ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო და სანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს;

ვ) ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამის აღნიშვნებს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვას საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში;

ზ) გასცემს ლიცენზიას, ნებართვას და სერტიფიკატს;

თ) უფლებამოსილია საბაჟო კონტროლის მიზნებისათვის შექმნას საბაჟო ლაბორატორია;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს.

4. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის სახით გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების გაფორმება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით და მათ მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში შეიძლება განახორციელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა სამსახურმ