1. გადაწყვეტილების მფლობელი ვალდებულია შეასრულოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულებები.
2. გადაწყვეტილების მფლობელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს ნებისმიერი გარემოება, რომელიც წარმოიშვა გადაწყვეტილების მიღების შემდეგ და რამაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მოქმედებაზე/შესრულებაზე ან/და შეცვალოს მისი შინაარსი.
3. განსაკუთრებულ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს შეუძლია:
ა) გადასინჯოს გადაწყვეტილება;
ბ) შეაჩეროს გადაწყვეტილება, რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს, ბათილად იქნეს ცნობილი ან გამოცხადდეს ძალადაკარგულად.
4. საბაჟო ორგანო აკონტროლებს გადაწყვეტილების მფლობელის მიერ გადაწყვეტილებით დადგენილი ვალდებულებების, პირობების შესრულებას. თუ საბაჟო გადაწყვეტილების მფლობელის დაფუძნებიდან არ არის გასული 3 წელი, საბაჟო ორგანო ახორციელებს განსაკუთრებულ დაკვირვებას გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში.
5. გადაწყვეტილების მისაღებად წარდგენილი განცხადების მიღებასთან და განხილვასთან დაკავშირებული პროცედურები და ვადები, ასევე გადაწყვეტილების შესრულების კონტროლის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანები