1. საბაჟო ვალდებულების შესრულება ნიშნავს ვალდებული პირის მიერ იმპორტის გადასახადის თანხის გადახდას.
2. საბაჟო ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლება:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის ბარათზე არსებული გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის გამოყენებით (ჩათვლით);
ბ) თუ განხორციელდება საბაჟო სამართალდარღვევისათვის სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის სახით საქონლის ჩამორთმევა;
გ) თუ განხორციელდა ამ კოდექსით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიება;
დ) თუ საქონელი განადგურდა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად;
ე) თუ ის წარმოშობილია ამ კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და საბაჟო ორგანო დარწმუნდება, რომ შესაბამისი საქონელი არ იქნა მოხმარებული ან გამოყენებული საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე და ის გატანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ;
ვ) იმ საბაჟო დეკლარაციის გაუქმებით, რომელიც წარმოშობს იმპორტის გადასახადის გადახდის ვალდებულება