1. თუ გარანტიის წარდგენა სავალდებულოა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, საბაჟო ორგანო განსაზღვრავს საგარანტიო თანხის ოდენობას, რომელიც ეკვივალენტურია:

ა) იმპორტის გადასახდელის ზუსტი თანხის, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოშობილია ან შესაძლებელია წარმოიშვას, თუ აღნიშნული თანხის განსაზღვრა შესაძლებელია გარანტიის წარდგენის მოთხოვნის მომენტში;

ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით დადგენილი საგარანტიო თანხის, იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია იმპორტის გადასახდელის ზუსტი თანხის განსაზღვრა.

2. ამ კოდექსის 59-ე მუხლის დებულებების გათვალისწინებით, თუ საერთო გარანტია წარდგენილია ისეთ წარმოშობილი ან წარმოსაშობი იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველსაყოფად, რომლის ოდენობა დროთა განმავლობაში იცვლება, საერთო გარანტიის თანხა განისაზღვრება იმ ოდენობით, რომელიც ნებისმიერ მომენტში უზრუნველყოფს იმპორტის გადასახდელის დაფარვა