1. იმპორტის გადასახადის ოდენობა განისაზღვრება გადასახადის გაანგარიშებისათვის შესაბამისი საქონლის მიმართ საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
2. თუ საბაჟო ვალდებულების წარმოშობის ზუსტი დროის განსაზღვრა შეუძლებელია, მისი წარმოშობის დროდ მიიჩნევა მომენტი, როდესაც საბაჟო ორგანომ დაადგინა, რომ კონკრეტულ საქონელთან დაკავშირებით საბაჟო ვალდებულება წარმოშობილია.
3. თუ საბაჟო ორგანო მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე დაადგენს, რომ საბაჟო ვალდებულება წარმოშობილია ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მომენტზე ადრე, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის მომენტად უნდა ჩაითვალოს ამ ინფორმაციის საფუძველზე დადგენილი უპირველესი მომენტ