1. თუ საქართველოს მიერ უცხო ქვეყანასთან ან ქვეყნების ჯგუფთან გაფორმებული პრეფერენციული საერთაშორისო შეთანხმება ითვალისწინებს იმპორტის გადასახადის დაბრუნების ან მისგან გათავისუფლების აკრძალვას იმ საქონლის საწარმოებლად გამოყენებული საქართველოში წარმოშობის სტატუსის არმქონე საქონელზე, რომლისთვისაც ამავე ხელშეკრულების შესაბამისად გაიცემა ან გამოიწერება საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საქართველოში წარმოშობის სტატუსის არმქონე ასეთ საქონელთან მიმართებაში საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა წარმოებულ საქონელთან დაკავშირებული რეექსპორტის დეკლარაციის რეგისტრაციისას.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, საბაჟო ვალდებულებასთან დაკავშირებული იმპორტის გადასახადის ოდენობა გამოითვლება ისევე, როგორც ის გამოითვლება წარმოებაში გამოყენებული საქართველოში წარმოშობის სტატუსის არმქონე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციის იმ დღეს რეგისტრაციის შედეგად, როდესაც დარეგისტრირდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რეექსპორტის დეკლარაცია შიდა გადამუშავების საბაჟო პროცედურის დასრულების მიზნით.
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე ვრცელდება ამ კოდექსის 47-ე მუხლის
მე-2 და მე-3 ნაწილების დებულებები. ამასთანვე, ამ კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული უცხოური საქონლის შემთხვევაში პირი, რომელიც წარადგენს რეექსპორტის დეკლარაციას, წარმოადგენს ვალდებულ პირს. ირიბი წარმომადგენლობის შემთხვევაში პირი, რომლის დავალებითაც ხდება დეკლარაციის წარდგენა, აგრეთვე წარმოადგენს ვალდებულ პირ