1. საქონლის საბაჟო ღირებულებად ჩაითვლება შედგენილი ღირებულება, რომელიც შედგება შემდეგი ელემენტებისაგან:
ა) საქონლის წარმოებისათვის გამოყენებული მასალების, დამზადების ან/და დამუშავების ღირებულება;
ბ) მოგებისა და საერთო ხარჯების რაოდენობა, რომელსაც ადგილი აქვს ექსპორტიორ ქვეყანაში მწარმოებლის მიერ იმავე კლასის ან ტიპის საქონლის საქართველოში საექსპორტოდ გაყიდვისას;
გ) ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ხარჯები.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული, საქონლის წარმოებისათვის გამოყენებული მასალების, დამზადების ან/და დამუშავების ღირებულება უნდა მოიცავდეს:
ა) ამ კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ხარჯებს;
ბ) ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების პროპორციულად გადანაწილებულ ღირებულებას, რომელიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილში და რომელიც მყიდველმა პირდაპირ ან არაპირდაპირ მიაწოდა გამყიდველს შემოტანილი საქონლის წარმოებასთან და საექსპორტო გაყიდვასთან დაკავშირებით. ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, საქართველოში წარმოებული კომპონენტების ღირებულება საბაჟო ღირებულებაში ჩართული უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კომპონენტების შესაბამისი ხარჯი მწარმოებლის მიერ არის გაწეული. ღირებულების გაანგარიშებისას ამ ნაწილში მითითებული კომპონენტების ფასი ან ღირებულება ორჯერ არ უნდა იქნეს გათვალისწინებული.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „საერთო ხარჯები“ მოიცავს საექსპორტო საქონლის წარმოებისა და გაყიდვის პირდაპირ და ირიბ ხარჯებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი