1. მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების ან სხვა პროგრამული უზრუნველყოფის მატარებლების საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას გაითვალისწინება მხოლოდ ამ პროგრამის მატარებლების ფასი. თუ მონაცემების ავტომატიზებული დამუშავების ან სხვა პროგრამული უზრუნველყოფის ღირებულება არ არის განცალკევებული პროგრამის მატარებლების ღირებულებისაგან, პროგრამის მატარებლის ღირებულება განისაზღვრება ამ კოდექსის 38-ე–44-ე მუხლების დებულებების გათვალისწინებით.

2. ამ მუხლის მიზნისათვის ცნება – პროგრამული უზრუნველყოფის მატარებელი – არ მოიცავს ინტეგრირებულ სქემებს და მსგავს მოწყობილობებს ან ნაწილებს, რომლებისგანაც შედგება აღნიშნული სქემები ან მოწყობილობებ