საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისას
1. იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა:
ა) უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, შენახვასთან, დროებით შენახვასთან, დროებით შემოტანასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა;
ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა;
გ) უცხოური საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევის ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას იმპორტის გადასახდელისაგან გათავისუფლების.
2. საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:
ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას.
ბ) უცხოური საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევის ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას იმპორტის გადასახდელისაგან გათავისუფლების პირობის ფაქტობრივად შეუსრულებლობის გამოვლენის მომენტი.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებული პირი არის:
ა) ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულების შესრულება;
ბ) ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება არ შესრულდა და რომელიც მოქმედებს იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რამაც გამოიწვია საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა;
გ) ნებისმიერი პირი, რომელმაც შეიძინა ან ფლობს საქონელს და რომელმაც ამ საქონლის შეძენის ან მიღების მომენტში იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ ამ საქონელთან დაკავშირებული საბაჟო ვალდებულება არ არის შესრულებული.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვალდებული პირი არის პირი, რომელსაც მოეთხოვება შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევის, დეკლარირების ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას იმპორტის გადასახდელისაგან გათავისუფლების პირობა.
5. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე პროცედურასთან დაკავშირებით დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაცია ან ამავე პროცედურასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია იწვევს იმპორტის გადასახადისაგან თავის არიდებას, პირი, რომელმაც წარადგინა დეკლარაციის შედგენისთვის საჭირო ეს ინფორმაცია, აგრეთვე წარმოადგენს ვალდებულ პირ