1. თუ შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ამ კოდექსის 38-ე−42-ე მუხლების საფუძველზე შეუძლებელია, საბაჟო ღირებულება განისაზღვრება მიზანშეწონილი საშუალებების გამოყენების გზით, რომლებიც შეესაბამება:
ა) „ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ“ 1994 წლის გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის დებულებებს;
ბ) „ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ“ 1994 წლის გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის განხორციელების შესახებ“ შეთანხმების ზოგად პრინციპებსა და დებულებებს;
გ) ამ თავის ზოგად პრინციპებსა და დებულებებს.
2. სარეზერვო მეთოდის დროს საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად არ გამოიყენება:
ა) საქართველოში წარმოებული საქონლის შიდა გასაყიდი ფასი;
ბ) საქონლის ფასი ექსპორტიორი ქვეყნის შიდა ბაზარზე;
გ) სხვა ქვეყანაში საექსპორტოდ გასატანი საქონლის ფასი;
დ) საქონლის მინიმალური საბაჟო ღირებულება;
ე) საქონლის თვითნებურად შერჩეული ან ფიქციური ღირებულებები;
ვ) საქონლის ორ ღირებულებას შორის უდიდესი ღირებულების მიღების პრინციპი;
ზ) წარმოების ხარჯი, გარდა შედგენილი ღირებულებისა, რომელიც განსაზღვრულია იდენტური ან მსგავსი საქონლისათვის ამ კოდექსის 42-ე მუხლის დებულებების მიხედვით.
3. სარეზერვო მეთოდით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულება შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს ადრე განსაზღვრულ საქონლის საბაჟო ღირებულებას.
4. საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასები შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ღია წყაროებიდან და პრაქტიკის განზოგადებიდან მიღებულ მონაცემებს, რომლებიც საინფორმაციო ხასიათის არის და გამოიყენება მხოლოდ სარეზერვო მეთოდით საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნი