1. ამ მუხლის მიზნისათვის:
ა) იდენტურია საქონელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მოთხოვნებს;
ბ) მსგავსია საქონელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის მე-40 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მოთხოვნებს;
გ) იმავე კლასის ან ტიპის საქონელი არის საქონელი, რომელიც ძირითადი ფიზიკური მახასიათებლებით შესაფასებელი საქონლის ერთგვაროვანია. ამასთანავე, მისი მახასიათებლები მაქსიმალურად მიახლოებულია შესაფასებელი საქონლის მახასიათებლებთან და მიეკუთვნება შესაფასებელი საქონლის სახეობის ვიწრო ჯგუფს, რიგსა და ნომენკლატურას. იმავე კლასის ან ტიპის საქონლად შეიძლება ჩაითვალოს საქონელი, რომლის შემოტანა ხორციელდება შესაფასებელი საქონლის ექსპორტის ქვეყნიდან ან სხვა ქვეყნიდან.
2. თუ შესაფასებელი, იდენტური ან მსგავსი საქონელი საქართველოში იყიდება იმავე სასაქონლო სახით (უცვლელ მდგომარეობაში), როგორც ის შემოტანილია საქართველოში, შესაფასებელი საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება საქონლის ერთეულის იმ ფასით ,რა ფასითაც, იდენტური ან მსგავსი საქონელი, შესაფასებელი საქონლის შემოტანის იმავე ან თითქმის იმავე დროს, მაქსიმალური ოდენობით გაიყიდა არაურთიერთდამოკიდებულ პირზე, პირველივე კომერციულ დონეზე, შემდეგი გამოქვითვების გათვალისწინებით:
ა) საკომისიო, რომელიც ჩვეულებრივ გადაიხდევინება ან წინასწარ შეთანხმდება გადასახდელად, ან ფასნამატი, რომელიც ჩვეულებრივ ხორციელდება მოგების მიღებისა და იმ ხარჯების დაფარვის მიზნით, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოში იმავე კლასის ან ტიპის საქონლის გაყიდვასთან;
ბ) საქართველოში გაწეული ჩვეულებრივი სატრანსპორტო და სადაზღვევო ხარჯები და მათთან დაკავშირებული ხარჯები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები და სხვა გადასახდელები, რომლებიც დაკავშირებულია საქონლის იმპორტთან ან გაყიდვასთან.
3. თუ შესაფასებელი იდენტური ან მსგავსი საქონელი არ იყიდება შესაფასებელი საქონლის შემოტანის იმავე ან თითქმის იმავე დროს, შესაფასებელი საქონლის საბაჟო ღირებულება (ამ მუხლის მე-2 ნაწილის დებულებების გათვალისწინებით) განისაზღვრება საქონლის ერთეულის იმ ფასით, რა ფასითაც შესაფასებელი, იდენტური ან მსგავსი საქონელი იყიდება შესაფასებელი საქონლის შემოტანის შემდგომ უახლოეს პერიოდში, მაგრამ არაუგვიანეს 90 დღისა, იმავე სასაქონლო სახით (უცვლელ მდგომარეობაში), რა სახითაც იგი შემოტანილია საქართველოში.
4. თუ შესაფასებელი, იდენტური ან მსგავსი საქონელი არ იყიდება საქართველოში იმავე სასაქონლო სახით (უცვლელ მდგომარეობაში), როგორც ის შემოტანილია საქართველოში, დეკლარანტის მოთხოვნით, შესაფასებელი საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება საქონლის ერთეულის იმ ფასით, რა ფასითაც შესაფასებელი საქონელი საქართველოში გადამუშავების შემდგომ მაქსიმალური ოდენობით გაიყიდა არაურთიერთდამოკიდებულ პირზე. ამასთანავე, შესაფასებელი საქონლის ფასს გამოაკლდება მისი გადამუშავების დროს შექმნილი დამატებული ღირებულება და განხორციელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამოქვითვებ