1. საქონლის იდენტიფიცირება და კლასიფიკაცია ხორციელდება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის საფუძველზე (სეს ესნ), რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
2. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა შესაბამისობაშია „საქონლის აღწერის და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურასთან და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით.
3. საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი.
4. საბაჟო ორგანო წარდგენილი საბაჟო დეკლარაციის შემოწმებისას აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორე