1. საბაჟო კონტროლის მიზნისათვის პირი ვალდებულია მე-13 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტები და ინფორმაცია შეინახოს არანაკლებ 3 წლისა საბაჟო ორგანოსათვის მისაღები და ხელმისაწვდომი ნებისმიერი ფორმით.
2. თავისუფალ მიმოქცევაში მოქცეულ საქონლის, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა ან ექსპორტის პროცედურაში დეკლარირებული საქონლისათვის 3-წლიანი ვადა აითვლება თავისუფალ მიმოქცევაში საქონლის გაშვების საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის ან ექსპორტის პროცედურაში საქონლის გაშვების წლის დასრულებიდან.
3. თავისუფალ მიმოქცევაში მიზნობრივი დანიშნულებით გაშვებული საქონლის შემთხვევაში 3-წლიანი ვადა აითვლება ამ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულების წლის ბოლოდან.
4. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების გარდა სხვა საბაჟო პროცედურაში მოქცეული ან დროებით შენახული საქონლის შემთხვევაში 3-წლიანი ვადა აითვლება საბაჟო პროცედურის ან დროებითი შენახვის დასრულების წლის ბოლოდა