1. საბაჟო კონტროლის ზონა არის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, სადაც ხორციელდება საბაჟო კონტროლის ღონისძიებები საქონლის/სატრანსპორტო საშუალებისა და პირის მიმართ.
2. საბაჟო კონტროლის ზონებია:
ა) საბაჟო გამშვები პუნქტი;
ბ) საბაჟო ორგანოს საწყობი;
გ) გაფორმების ეკონომიკური ზონა;
დ) საბაჟო საწყობი;
ე) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი;
ვ) საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული ტერიტორია საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ აეროპორტებში, საზღვაო პორტებში, ნავსადგურებსა და რკინიგზის სადგურებში;
ზ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილი ამ სალიანდაგო ნაწილზე საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის განთავსების პერიოდში;
თ) სხვა ტერიტორია, ნაგებობა, სატრანსპორტო საშუალება, სადაც იმყოფება საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება;
ი) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ფორმალობის განხორციელებისათვის განსაზღვრული სხვა ტერიტორია.
3. საბაჟო კონტროლის ზონაში საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე აკრძალულია ეკონომიკური საქმიანობა, პირთა, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა/გადმოტვირთვა და აუცილებელი საბაჟო ფორმალობების განხორციელებამდე საბაჟო კონტროლის ზონის საზღვრებს გარეთ საქონლის გატანა.
4. კონტროლის ზონაში არსებულ საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ საქონელზე შესაძლებელია საკუთრების უფლების გადაცემა სხვა პირისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით და პირობებით.
5. საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი ნავსადგურის, საზღვაო პორტის, რკინიგზის სადგურისა და აეროპორტის უფლებამოსილი თანამდებობის პირები ვალდებული არიან, საბაჟო ორგანოს აცნობონ თითოეული სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის ან/და გასვლის შესახებ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე არ დაუშვან შემოსატანი ან/და გასატანი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა.
6. საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი აეროპორტის, საზღვაო პორტის, ნავსადგურისა და რკინიგზის სადგურის საბაჟო კონტროლის ზონაში შესვლის, გადაადგილების, ზონის დატოვების წესი მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანები