1. საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანილი საქონლის ბრუნვის აღსაკვეთად და ამ ბრუნვაში მონაწილე პირების გამოსავლენად საბაჟო ორგანოები ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, საერთაშორისო ხელშეკრულებათა საფუძველზე, უცხო სახელმწიფოს საბაჟო ან/და სხვა კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნით ან ქვეყნის საბაჟო ან/და სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნით იყენებენ კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების ფორმას, რაც გულისხმობს საბაჟო ორგანოების კონტროლის ქვეშ უკანონო ბრუნვაში მოქცეული ზემოაღნიშნული საქონლის საქართველოში შემოტანას, საქართველოდან გატანას ან მის ტერიტორიაზე ტრანზიტით გატარებას.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საქონლის მიმართ კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების ფორმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საბაჟო ორგანო შესაბამის სამართალდამცავ ორგანოსთან შეთანხმებით.
3. კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანები