1. საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა იმპორტის გადასახადით დაბეგვრას დაქვემდებარებული უცხოური საქონლის ქვემოთ ჩამოთვლილი საბაჟო პროცედურებიდან ერთ-ერთში მოქცევისას:
ა) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება;
ბ) დროებით შემოტანა იმპორტის გადასახადისგან ნაწილობრივი გათავისუფლებით.
2. საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტში.
3. დეკლარანტი წარმოადგენს ვალდებულ პირს. ირიბი წარმომადგენლობის შემთხვევაში პირი, რომლის დავალებითაც ხდება დეკლარაციის წარდგენა, აგრეთვე წარმოადგენს ვალდებულ პირს. თუ დეკლარაცია შედგენილია ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ ერთ-ერთ პროცედურასთან დაკავშირებით ისეთი ინფორმაციის საფუძველზე, რაც იწვევს იმპორტის გადასახადისაგან თავის არიდებას, ის პირი, რომელმაც წარადგინა დეკლარაციის შედგენისთვის საჭირო ინფორმაცია და რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ ეს ინფორმაცია მცდარი იყო, აგრეთვე წარმოადგენს ვალდებულ პირ