1. საბაჟო ორგანოს წარედგინება შემდეგი სახის გარანტიები:

ა) საბანკო გარანტია;

ბ) დაზღვევის პოლისი;

გ) თავდებობა, გარდა ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარანტიის სახეებისა;

დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა სახის გარანტია.

2. პირი უფლებამოსილია იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფად წარადგინოს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ნებისმიერი სახის გარანტია.

3. საბაჟო ორგანოს შეუძლია მოითხოვოს წარდგენილი გარანტიის სახის შეცვლა, თუ წარდგენილი გარანტია არ არის შესაბამისი საბაჟო პროცედურის სათანადო განხორციელებისათვის. საბაჟო ორგანოს შეუძლია გარანტიის წარმდგენს მოსთხოვოს, არ შეცვალოს წარდგენილი გარანტიის სახე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში.

4. გარანტიის წარდგენის წესი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარანტიის გარდა სხვა სახის გარანტია და გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანები