1. საერთო გარანტიის წარდგენის უფლება უნდა მიეცეს იმ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ ყველა პირობას:
ა) დაფუძნებულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე;
ბ) აკმაყოფილებს ამ კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს;
გ) მუდმივად სარგებლობს საბაჟო პროცედურით ან გააჩნია საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა ან აკმაყოფილებს ამ კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.
2. თუ საერთო გარანტია წარედგინება წარმოსაშობი იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულების უზრუნველსაყოფად, პირს უფლება აქვს წარადგინოს საერთო გარანტია შემცირებული ოდენობით ან გათავისუფლდეს გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან იმ პირობით, რომ ის ასრულებს ამ კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.
3. თუ საერთო გარანტია წარედგინება წარმოსაშობი იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველსაყოფად საბაჟო გამარტივებასთან დაკავშირებულ ავტორიზებულ ეკონომიკურ ოპერატორს, მისი განცხადების საფუძველზე უნდა მიეცეს საერთო გარანტიის შემცირებული ოდენობით წარდგენის უფლება. ამ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ წარდგენილია საერთო გარანტია სრული ოდენობით.
4. საერთო გარანტიის ოდენობა, მისი შემცირების ან გათავისუფლების წესი და პირობები, ასევე საერთო გარანტიის გამოყენებასთან დაკავშირებული დროებითი აკრძალვის შემოღების და გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანები