სს „პროგრეს ბანკის“ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და სს „პროგრეს ბანკის“ არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად გარდაქმნის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №604
2018 წლის 18 სექტემბერი
ქ. თბილისი
სს „პროგრეს ბანკი ს“ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და სს „პროგრეს ბანკის “ არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად გარდაქმნის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 16 მარტის №46/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის” მე-8 მუხლის მე-9 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტებს შორის ფუნქციების განაწილების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 ივნისის №133/04 ბრძანების საფუძველზე:
1. შეწყვეტილად ჩაითვალოს სს „პროგრეს ბანკის “ ლიკვიდაციის პროცესი.
2. სს „პროგრეს ბანკს “ დაეხუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი სალიკვიდაციო ანგარიშები.
3. სს „პროგრეს ბანკი “ ამოღებულ იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის სათანადო რეესტრიდან.
4. სს „პროგრეს ბანკი “ გარდაიქმნას არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად.
5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სს „პროგრეს ბანკისთვის” საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე “ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 18 ოქტომბრის №622 განკარგულება.
6. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში წარედგინოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს შესაბამისი რეაგირებისათვის.
7. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.
8. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
9. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.
ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია