1. ბანკებმა უნდა უზრუნველყონ ამ კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და საბჭოსთან არსებული კომიტეტების დაკომპლექტება არაუგვიანეს 2019 წლის 31 დეკემბრამდე.
2. ბანკებმა უნდა უზრუნველყონ თავიანთი წესდებებისა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკის დოკუმენტების წინამდებარე კოდექსის მოთხოვნებთან და პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანა არაუგვიანეს 2019 წლის 1 ივნისისა.
3. ამ კოდექსის მე-19 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.
4. კოდექსის ამოქმედებიდან 6 (ექვსი) თვის მანძილზე ბანკებმა უნდა უზრუნველყონ ამ კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად, ანაზღაურებასთან დაკავშირებული პოლიტიკა-პროცედურების შემუშავება.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მოცემული ვადის შემდგომ, ყველა ახალი საკონტრაქტო ურთიერთობა, რომლებსაც შეეხება ანაზღაურების განახლებული მოთხოვნები, უნდა გაფორმდეს კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო უკვე არსებულ საკონტრაქტო ურთიერთობის კოდექსის მოთხოვნებთან შესაბამისობა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს არაუგვიანეს 2019 წლის 31 დეკემბრამდ