ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.09.2018
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.114.016407
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/10/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 542 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.02.2015 დუშეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 06.02.2015 კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 17.02.2023 ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 02.11.2015 წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 01.10.2018

დოკუმენტის ტექსტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №28 2018 წლის 28 სექტემბერი დაბა ჩოხატაური ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის  წოდების მინიჭების წესი დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მოწმობა დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 მარტის №9 დადგენილება. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე დანართი №1 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესსა და პირობებს. 2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეობის მინიჭება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ წესის საფუძველზე. მუხლი 2🔗. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება 1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, თუ მისი მოღვაწეობა არ ეწინააღმდეგება საქართველოში დამკვიდრებულ  კულტურულ  ტრადიციებს, ზნეობრივ-ეთიკური ნორმებსა და სულიერი ცხოვრების წესს. აქვს განსაკუთრებული დამსახურება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის და საქართველოს წინაშე თავისი საზოგადოებრივი, პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობით ან თავისი მოღვაწეობით სახელი გაუთქვა მას. 2. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება ხორციელდება წელიწადში ერთხელ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს. 3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეს გადაეცემა შესაბამისი გადაწყვეტილებით განსაზღვრული ფულადი ჯილდო (არაუმეტეს 500 ლარის ოდენობის), ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მოწმობა, ან დაუწესდება რაიმე შეღავათები. 4. განსაკუთრებულ შემთხვევაში საპატიო მოქალაქის მიმნიჭებელ ორგანოს უფლება აქვს საპატიო მოქალაქეობის წოდება მიანიჭოს პირს ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინების გარეშე. 5. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის დამადასტურებელი მოწმობის დამზადებას უზრუნველყოფს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია, დამტკიცებული ფორმის შესაბამისად (დანართი №2). 6. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეებს  საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელ მოწმობას საზეიმო ვითარებაში გადასცემს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი. მუხლი 3🔗. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები 1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე მოტივირებული შუამდგომლობით მიმართვის უფლება აქვთ: ა) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს; ბ) საზოგადოებრივ ორგანიზაციებს; გ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა 1%-ს; დ) საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3-ს; 2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წერილობითი სახით წარუდგენენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს, რასაც თან უნდა ერთოდეს: ა) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, საიდანაც უნდა ჩანდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება; ბ) კანდიდატის ბიოგრაფიული ცნობები; გ) კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტალური და სხვა სახის მასალები; დ) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი, 2 (ორი) ფოტოსურათი და კანდიდატის წერილობითი თანხმობა. წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით იქნება წარმოდგენილი მუნიციპალიტეტის მერიის და  საკრებულოს წევრები. სამუშაო ჯგუფი, საპატიო მოქალაქის მინიჭების თაობაზე დასკვნას წარუდგენს მერს. მუხლი 4🔗. ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის უფლებები 1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე, საქმიანობის, ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავად, სარგებლობს ყველა იმ სიკეთითა და შეღავათებით, რითაც სარგებლობენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები. 2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე უფლებამოსილია: ა) მონაწილეობა მიიღოს საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, მუნიციპალიტეტის საკეთილდღეო ღონისძიებათა შემუშავებაში; ბ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დააყენოს საკითხი ნიჭიერი და უნარიანი  მოქალაქეების თვითრეალიზაციის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე. დანართი №2 .