სს „ლიბერთი კონსუმერის” ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის გადაწყვეტილება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი კონსუმერის“
ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის გადაწყვეტილება
ორი ათას თვრამეტი წლის 23 ოქტომბერს სს „ლიბერთი კონსუმერის“ (ს/კ: 205154438) (შემდგომში – „საზოგადოება“) აქციონერის – სს „საქართველოს კაპიტალის“ (ს/კ: 404549690) (შემდგომში – „აქციონერი“) მიერ, რომელიც წარმოდგენილია მისი გენერალური დირექტორის მოადგილის ავთანდილ ნამიჩეიშვილის სახით (რწმუნებულება, გაცემული 2018 წლის 3 მაისს სს „საქართველოს კაპიტალის“ გენერალური დირექტორის ი. გილაურის მიერ, დამოწმებული ნოტარიუს ი. შარვაძის მიერ, რეესტრში რეგისტრაციის №180497245), მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები ქვემოთ მითითებულ საკითხებზე.
ვინაიდან „აქციონერი“ ფლობს სს „ლიბერთი კონსუმერის“ ჩვეულებრივი აქციების და შესაბამისად, ხმების 75%-ზე მეტს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.11 მუხლისა და სს „ლიბერთი კონსუმერის“ წესდების 7.1.2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.
დღის წესრიგი:
1. „საზოგადოების“ მიერ კაპიტალის შემცირების შესახებ;
2. ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ.
დღის წესრიგში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით „აქციონერის“ მიერ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:
1. შემცირდეს „საზოგადოების“ კაპიტალი 15,520,600.6 (თხუთმეტი მილიონ ხუთას ოცი ათას ექვსასი ლარი და ექვსი თეთრი) ლარის ოდენობით, „საზოგადოების“ მიერ თავისი 98.24%-იანი აქციონერის – სს „საქართველოს კაპიტალისგან“ (ს/კ № 404549690) „საზოგადოების“ აქციების ნაწილობრივ გამოსყიდვის გზით. კერძოდ, „საზოგადოების“ მიერ სს „საქართველოს კაპიტალისგან“ (ს/კ № 404549690) გამოსყიდულ იქნეს „საზოგადოების“ 155,206,006 (ას ორმოცდათხუთმეტი მილიონ ორას ექვსი ათას ექვსი) ჩვეულებრივი აქცია მთლიანი ღირებულებით 23,861,320 (ოცდასამი მილიონ რვაას სამოცდაერთი ათას სამას ოცი) ლარი.
გაუქმდეს „აქციონერისგან“ გამოსყიდული „საზოგადოების“ აქციები. „საზოგადოების“ განცხადებული საწესდებო კაპიტალის ოდენობა განისაზღვროს 2,890,000 (ორი მილიონ რვაას ოთხმოდაათი) ლარით, რომელიც დაყოფილია 289,000,000 (ორას ოთხმოცდაცხრა მილიონი) ჩვეულებრივ აქციად.
გამოსყიდული აქციების სანაცვლოდ, „საზოგადოების“ მიერ სს „საქართველოს კაპიტალს“ გადაეცეს „საზოგადოების“ საკუთრებაში არსებული სს „თელიანი ველის“ (ს/კ: 203855444) 135,555,072 (ას ოცდათხუთმეტი მილიონ ხუთას ორმოცდათხუთმეტი ათას სამოცდათორმეტი) ჩვეულებრივი აქცია, ღირებულებით 23,618,761 (ოცდასამი მილიონ ექვსას თვრამეტი ათას შვიდას სამოცდაერთი) ლარი და 90,000 (ოთხმოდაათი ათასი) აშშ დოლარი.
2. მიენიჭოს უფლებამოსილება „საზოგადოების“ გენერალურ დირექტორს, რათა მან ერთპიროვნულად უზრუნველყოს ზემოაღნიშნული გარიგების კანონით დადგენილი წესით გაფორმება/რეგისტრაცია, ასევე ხელი მოაწეროს ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით ყველა საჭირო დოკუმენტს/ხელშეკრულებას და შეასრულოს ამასთან დაკავშირებული ყველა საჭირო მოქმედება.
ავთანდილ ნამიჩეიშვილი
სს „ლიბერთი კონსუმერის“ 98.24%-იანი აქციონერის
სს „საქართველოს კაპიტალის“
გენერალური დირექტორის მოადგილე