„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№84
სარეგისტრაციო კოდი
120170050.22.026.016631
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/11/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (6 მუხლი)
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №84

2018 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ “ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებით (ვებგვერდი , 11/01/2017, სარეგისტრაციო კოდი : 120170050.22.026.016454) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

1. მე -2 მუხლის მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„3. ამ მუხლის მე -2 პუნქტის „გ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატივი შეიძლება შეიცვალოს ამ წესით განსაზღვრული ალტერნატიული ნორმატივით   –  4 000 მეტრზე სპორტული სიარულით , 700 მეტრზე ცურვით , 10 კილომეტრზე ველოერგომეტრით მოძრაობის შესრულებით ან 10 კილომეტრზე ველოსიპედით მოძრაობით , თუ სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიზანშეუწონელია 3 200 მეტრზე სირბილი ან მას შეუსრულდა 50 წელი .“.

2. მე -5 მუხლის :

ა ) მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„3. ალტერნატიული ნორმატივის შესრულებისას შეფასება ხორციელდება დანართი №4-ის შესაბამისად .’’;

ბ ) მე -6-ე პუნქტის „ე ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით :

„ე ) სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის და ოფიცერთა საწყისი სამხედრო განათლების   მიმართულების სამხედრო მოსამსახურე (გარდა ოფიცერთა საწყისი სამხედრო განათლების მიმართულების სიმულაციის სასწავლო ჯგუფის სამხედრო მოსამსახურისა , რომლისათვის განისაზღვრება თითოეულ ნორმატივში - არანაკლებ 60 ქულა , ხოლო სამივე ნორმატივში - არანაკლებ 180 ქულა ) თითოეულ ნორმატივში მიიღებს – არანაკლებ 70 ქულას , ხოლო სამივე ნორმატივში – არანაკლებ 210 ქულას .";

გ ) მე -9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„9. ამ წესის მე -2 მუხლის მე -2 პუნქტით განსაზღვრული ნორმატივების შესრულებაში უარყოფითი შეფასების მქონე სამხედრო მოსამსახურეს უფლება ეძლევა ნორმატივები გადააბაროს არაუმეტეს ორჯერ . ნორმატივების ჩაუბარებლობიდან ერთი თვის ვადაში სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია გადააბაროს ნორმატივები . თუ ნორმატივების პირველი გადაბარებისას სამხედრო მოსამსახურე უარყოფით შეფასებას მიიღებს , ის ჩაირიცხება სპეციალური ფიზიკური მომზადების პროგრამაზე , რომელსაც შეიმუშავებს და საქართველოს თავდაცვის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა . სპეციალური ფიზიკური მომზადების პროგრამის განმავლობაში ან მისი დასრულებისას სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია მეორედ გადააბაროს ნორმატივები ამავე პროგრამით განსაზღვრულ ტესტირებაზე . სპეციალური ფიზიკური მომზადების პროგრამაზე ფიზიკური ნორმატივების მეორედ გადაბარებისას უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში , სამხედრო მოსამსახურეს ნორმატივები ჩაბარებულად არ ჩაეთვლება .“.

3. მე -5 მუხლს მე -9 პუნქტის შემდეგ დაემატოს 91 პუნქტი შემდეგი რედაქციით :

„9. ამ წესის მე -2 მუხლის მე -2 პუნქტით განსაზღვრული ნორმატივების შესრულებაში უარყოფითი შეფასების მქონე სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერი /ოფიცერთა საკანდიდატო კურსის მსმენელი ვალდებულია მხოლოდ ერთხელ , ერთი თვის ვადაში გადააბაროს ნორმატივები , ხოლო გადაბარებისას უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში , მას ნორმატივები ჩაბარებულად არ ჩაეთვლება .“.

4. დანართი №4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

 

„დანართი №4

ალტერნატიული ნორმატივის   შესრულება და შეფასება

მუხლი 1. ალტერნატიული ნორმატივის (4 000 მეტრზე სპორტული სიარული ) შესრულება

1. ალტერნატიული ნორმატივის (4 000 მეტრზე სპორტული სიარული ) დროს საჭიროა იგივე ადგილმდებარეობის გამოყენება , რაც 3 200 მეტრზე სირბილის დროს .

2. ყოველი სამი სამხედრო მოსამსახურის შემოწმებას უნდა ესწრებოდეს ერთი მეთვალყურე , სულ მცირე ქულების ერთი ჩამნიშვნელი , უსაფრთხოების , კონტროლისა და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის პერსონალი .

3. კომანდაზე − „დაიწყეთ “ სამხედრო მოსამსახურემ უნდა იაროს ყოველგვარი ფიზიკური დახმარების გარეშე .

4. ამ ვარჯიშის დროს მოვარჯიშის ტერფი მთლიანად უნდა ეხებოდეს ზედაპირს (სურათი 4) დაუშვებელია სირბილი . ამ შემთხვევაში მოვარჯიშე უნდა მოიხსნას ტესტირებიდან .

5. სამხედრო მოსამსახურეს ეწერება ქულები მისი შესაძლებლობების , სქესისა და ასაკის   გათვალისწინებით .

6. სამხედრო მოსამსახურემ მანძილი უნდა დაფაროს სქესისა და ასაკისათვის გათვალისწინებულ დროში .

7. სიარულის დასასრულს სამხედრო მოსამსახურე აბარებს სამკერდე ნომერს და გადადის დასვენებისათვის გამოყოფილ ადგილზე .

                                  

         სურათი 4. ალტერნატიული ნორმატივის (4 000 მეტრზე სპორტული სიარული ) შესრულების წესი

 

8. ალტერნატიული ნორმატივის (4 000 მეტრზე სპორტული სიარული ) შეფასება ხორციელდება შემდეგი ცხრილის შესაბამისად :

 

მოქმედება

სქესი

დრო

I

კატეგო-რია

II

კატეგო-რია

III

კატეგო-რია

IV

კატეგო-რია

V

კატეგო-რია

VI

კატეგო-რია

VII

კატეგო-რია

VIII

კატეგო-რია

IX

კატეგო-რია

X

კატეგო-რია

ასაკი

17-21

ასაკი

22-26

ასაკი

27-31

ასაკი

32-36

ასაკი

37-41

ასაკი

42-46

ასაკი

47-51

ასაკი

52-56

ასაკი

57-61

ასაკი

62 +

4 000 მ . სპორტული სიარული

 

მმ

წუთი : წამი

34:00

34:30

35:00

35:30

36:00

36:30

37:00

37:30

38:00

38:30

მდ

წუთი : წამი

37:00

37:30

38:00

38:30

39:00

39:30

40:00

40:30

41:00

41:30

 

შენიშვნა : 1. ალტერნატიული ნორმატივის შესრულება (4 000 მეტრზე სპორტული სიარული ) ფასდება 60 ქულით .

მუხლი 2. ალტერნატიული ნორმატივის (700 მეტრზე ცურვა ) შესრულება

1. ალტერნატიული ნორმატივის (700 მეტრზე ცურვა ) შესრულებისათვის საჭიროა შერჩეულ იქნეს 25 ან 50-მეტრიანი აუზი (სურათი 5). შერჩეულ აუზზე არ უნდა იყოს რაიმე სახის საფრთხე და დაბრკოლება .

2. ყოველი სამი სამხედრო მოსამსახურის შემოწმებას უნდა ესწრებოდეს ერთი მეთვალყურე , სულ მცირე ქულების ერთი ჩამნიშვნელი , უსაფრთხოების , კონტროლისა და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის პერსონალი .

3. ცურვის დაწყებამდე მოცურავის ტანი უნდა ეხებოდეს აუზის კედელს .

4. კომანდაზე − „დაიწყეთ “ სამხედრო მოსამსახურემ უნდა დაიწყოს ცურვა ყოველგვარი ფიზიკური დახმარების გარეშე .

5. შესაძლებელია ცურვის სხვადასხვა სახეობის ილეთების გამოყენება .

6. ბრუნის გაკეთების დროს მოცურავე უნდა შეეხოს აუზის კედელს .

7. ალტერნატიული ნორმატივის (700 მეტრზე ცურვა ) შესრულებისას ყვინთვა არ არის ნებადართული , წინააღმდეგ შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურე იხსნება ნორმატივის შესრულებისაგან და ნორმატივი ეთვლება ჩაუბარებლად .

8. სამხედრო მოსამსახურეს ეწერება ქულები მისი შესაძლებლობების , სქესისა და ასაკის   გათვალისწინებით .

9. სამხედრო მოსამსახურემ მანძილი უნდა დაფაროს სქესისა და ასაკისათვის გათვალისწინებულ დროში .

 

სურათი 5. ალტერნატიული ნორმატივის (700 მეტრზე ცურვა ) შესრულების წესი

 

10. ალტერნატიული ნორმატივის (700 მეტრზე ცურვა ) შეფასება ხორციელდება შემდეგი ცხრილის შესაბამისად :

 

მოქმედება

სქესი

დრო

I

კატეგორია

II

კატეგორია

III

კატეგორია

IV

კატეგორია

V

კატეგო-რია

VI

კატეგო-რია

VII

კატეგო-რია

VIII

კატეგო-რია

ასაკი

17-21

ასაკი

22-26

ასაკი

27-31

ასაკი

32-36

ასაკი

37-41

ასაკი

42-46

ასაკი

47-51

ასაკი

52 +

700 მეტრზე ცურვა

მმ

წუთი :  წამი

20:00

20:30

21:00

21:30

22:00

22:30

23:00

24:00

მდ

წუთი : წამი

21:00

21:30

22:00

22:30

23:00

23:30

24:00

25:00

 

შენიშვნა : ალტერნატიული ნორმატივის (700 მეტრზე ცურვა ) შესრულება ფასდება 60 ქულით .

მუხლი 3. ალტერნატიული ნორმატივის (10 კილომეტრზე ველოერგომეტრით მოძრაობა ) შესრულება

1. ალტერნატიული ნორმატივის (10 კილომეტრზე ველოერგომეტრით მოძრაობა ) შესრულებისათვის (სურათი 6) საჭიროა ტესტირების ჩატარების ადგილზე იდგეს ველოერგომეტრი , მასზე უნდა იყოს დამაგრებული სპიდომეტრი . ტესტირების ჩატარების ადგილის სიგანე უნდა იყოს 180 სმ , ხოლო სიგრძე 365 სმ .

2. ყოველი სამი სამხედრო მოსამსახურის შემოწმებას უნდა ესწრებოდეს ერთი მეთვალყურე , სულ მცირე ქულების ერთი ჩამნიშვნელი , უსაფრთხოების , კონტროლისა და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის პერსონალი .

3.  კომანდაზე − „დაიწყეთ “ ირთვება წამმზომი და სამხედრო მოსამსახურემ უნდა დაფაროს 10 კილომეტრი , რომელიც ნაჩვენები უნდა იყოს სპიდომეტრზე .

4. ვარჯიში სრულდება ყოველგვარი ფიზიკური დახმარების გარეშე .

5. სამხედრო მოსამსახურეს ეწერება ქულები მისი შესაძლებლობების , სქესისა და ასაკის   გათვალისწინებით .

6. ვარჯიშის მეთვალყურე აცხადებს დროს ყოველ 30 წამში ბოლო   2 წუთის განმავლობაში , ხოლო ყოველ წამში - ბოლო 10 წამის განმავლობაში .

7. ვარჯიშის დასასრულს სამხედრო მოსამსახურე აბარებს სამკერდე ნომერს და გადადის დასვენებისათვის გამოყოფილ ადგილზე .

8. ალტერნატიული ნორმატივის (10 კილომეტრზე ველოერგომეტრით მოძრაობა ) შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის მიერ ვარჯიშის შეწყვეტის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურე იხსნება ნორმატივის შესრულებისაგან და ნორმატივი ეთვლება ჩაუბარებლად .

 

სურათი 6. ალტერნატიული ნორმატივის (10 კილომეტრზე ველოერგომეტრით მოძრაობა ) შესრულების წესი

 

9. ალტერნატიული ნორმატივის 10 კილომეტრზე ველოერგომეტრით მოძრაობის შეფასება ხორციელდება შემდეგი ცხრილის შესაბამისად :

 

მოქმედება

სქესი

დრო

I

კატეგორია

II

კატეგორია

III

კატეგორია

IV

კატეგორია

V

კატეგო-რია

VI

კატეგო-რია

VII

კატეგო-რია

VIII

კატეგო-რია

ასაკი

17-21

ასაკი

22-26

ასაკი

27-31

ასაკი

32-36

ასაკი

37-41

ასაკი

42-46

ასაკი

47-51

ასაკი

52 +

10 კილომეტრზე ველოერგომეტრით მოძრაობა

მმ

წუთი : წამი

24:00

24:30

25:00

25:30

26:00

27:00

28:00

30:00

მდ

წუთი : წამი

25:00

25:30

26:00

26:30

27:00

28:00

30:00

32:00

 

შენიშვნა : ალტერნატიული ნორმატივის (10 კილომეტრზე ველოერგომეტრით მოძრაობა ) ფასდება 60 ქულით .

 

მუხლი 4. ალტერნატიული ნორმატივის (10 კილომეტრზე ველოსიპედით მოძრაობა ) შეფასება

1. ალტერნატიული ნორმატივის (10 კილომეტრზე ველოსიპედით მოძრაობა ) შესრულების დროს (სურათი 7) უპირატესობა ენიჭება ერთსიჩქარიან ველოსიპედს , თუმცა შეიძლება მრავალსიჩქარიანი ველოსიპედის გამოყენებაც . ამ შემთხვევაში უნდა შემოწმდეს , რომ ველოსიპედისტი ტესტირების დროს იყენებს მხოლოდ ერთ სიჩქარეს .

2.  ალტერნატიული ნორმატივის 10 კილომეტრზე ველოსიპედით მოძრაობით ვარჯიშის ჩატარება შესაძლებელია გზატკეცილზე ან დასერილ ადგილმდებარეობაზე .

3. შერჩეულ დისტანციაზე არ უნდა იყოს რაიმე სახის საფრთხე და დაბრკოლება (მაგ : მოლიპული ზედაპირი , დაბინძურებული ტერიტორია , უსწორმასწორო ზედაპირი და სხვა ).

4. ტესტირების ჩატარების დროს 10 სამხედრო მოსამსახურისაგან შემდგარ ჯგუფს უნდა ამოწმებდეს ერთი მეთვალყურე და სულ მცირე ქულების ერთი ჩამნიშვნელი . ველორბოლას უნდა ესწრებოდეს კონტროლისა და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის პერსონალი .

5. კომანდაზე − „დაიწყეთ “ სამხედრო მოსამსახურემ 10 კილომეტრზე ველოსიპედით უნდა იაროს ყოველგვარი ფიზიკური დახმარების გარეშე .

6. ველორბოლის დროს სამხედრო მოსამსახურე ტესტირების დასრულებამდე ინარჩუნებს მის მიერ შერჩეულ ერთ სიჩქარეს . დაუშვებელია სიჩქარის შეცვლა , მარშუტიდან გადახვევა . ამ შემთხვევაში მოვარჯიშე უნდა მოიხსნას ტესტირებიდან ;

7.  სამხედრო მოსამსახურეს ეწერება ქულები მისი შესაძლებლობების , სქესისა და ასაკის   გათვალისწინებით ;

8. სამხედრო მოსამსახურემ მანძილი უნდა დაფაროს ასაკისა და სქესისათვის გათვალისწინებულ დროში .

9. ნორმატივის დასასრულს სამხედრო მოსამსახურე აბარებს სამკერდე ნომერს და გადადის დასვენებისათვის გამოყოფილ ადგილზე .

 

                                     

სურათი 7. ალტერნატიული ნორმატივის (10 კილომეტრზე ველოსიპედით მოძრაობა ) შესრულების წესი

 

10. ალტერნატიული ნორმატივის (10 კილომეტრზე ველოსიპედით მოძრაობა ) შეფასება ხორციელდება შემდეგი ცხრილის შესაბამისად :

 

მოქმედება

სქესი

დრო

I

კატეგორია

II

კატეგორია

III

კატეგორია

IV

კატეგორია

V

კატეგო-რია

VI

კატეგო-რია

VII

კატეგო-რია

VIII

კატეგო-რია

ასაკი

17-21

ასაკი

22-26

ასაკი

27-31

ასაკი

32-36

ასაკი

37-41

ასაკი

42-46

ასაკი

47-51

ასაკი

52 +

10 კილომეტრზე ველოსიპედით მოძრაობა

მმ

წუთი : წამი

24:00

24:30

25:00

25:30

26:00

27:00

28:00

30:00

მდ

წუთი : წამი

25:00

25:30

26:00

26:30

27:00

28:00

30:00

32:00


შენიშვნა : ალტერნატიული ნორმატივის შესრულება (10 კილომეტრზე ველოსიპედით მოძრაობა ) ფასდება 60 ქულით .

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.10.2018.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 31.10.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №84. სარეგისტრაციო კოდი — 120170050.22.026.016631.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.10.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №84, 31.10.2018, სარეგისტრაციო კოდი 120170050.22.026.016631 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.10.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4352861/