1. ცენტრი ინფორმაციის დამუშავების შედეგად მიღებულ ანალიტიკურ პროდუქტს მიზნობრივად ავრცელებს მონაწილე უწყებებსა და სხვა შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებში.
2. საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცენტრი ინფორმაციის დამუშავების შედეგად მიღებულ ანალიტიკურ პროდუქტს მიზნობრივად ავრცელებს სხვა სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებში.
3. ცენტრის მიერ მომზადებული ანალიტიკური პროდუქტის მიღების შემდეგ მონაწილე უწყება უფლებამოსილია, განახორციელოს უკუგება ანალიტიკური პროდუქტის მიღებიდან გონივრულ ვადაში.
4. ცენტრი მიღებული/დამუშავებული და მომზადებული ანალიტიკური პროდუქტის საფუძველზე, უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფს ოპერატიულ მზადყოფნას, საზღვაო ოპერაციების კოორდინაციას, მართვასა და პრევენცია