1. ცენტრსა და მონაწილე უწყებებს შორის ხორციელდება ღია და დახურული ინფორმაციის გაცვლა.
2. შინაარსის, აქტუალობისა და სიზუსტის მიხედვით ინფორმაცია იყოფა სამ კატეგორიად:
ა) პირველადი ინფორმაცია – მონაცემები ფაქტის (ინციდენტი, დანაშაული, სამართალდარღვევა, უბედური შემთხვევა და სხვა) დაფიქსირების, გამოვლენის, აღკვეთის, ასევე დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, რომელიც კრიზისულ სიტუაციაში დაუყოვნებლივ უნდა გაიცვალოს ცენტრსა და მონაწილე უწყებებს შორის (დანართი №3);
ბ) შუალედური ინფორმაცია – დამატებითი დაზუსტებული მონაცემები ფაქტთან (ინციდენტი, დანაშაული, სამართალდარღვევა, უბედური შემთხვევა და სხვა) დაკავშირებით, რომლის გაცვლა ცენტრსა და მონაწილე უწყებებს შორის, ფაქტის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია მოხდეს პერიოდულად, მონაცემების დაზუსტებისთანავე (დანართი №3);
გ) საბოლოო ინფორმაცია – სრულყოფილი, დაზუსტებული და გადამოწმებული მონაცემები ფაქტთან (ინციდენტი, დანაშაული, სამართალდარღვევა, უბედური შემთხვევა და სხვა) დაკავშირებით, რომელიც უნდა გაიცვალოს ცენტრსა და მონაწილე უწყებებს შორის ფაქტის დასრულებისთანავე (დანართი №3