1. ოპერაციულ დონეზე ცენტრის ორგანიზაციულ და ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული (შემდგომში – მხარდამჭერი სტრუქტურული ერთეული).
2. მხარდამჭერი სტრუქტურული ერთეული:
ა) ხელს უწყობს ცენტრისთვის დაკისრებული ამოცანების ეფექტიან და ჯეროვან განხორციელებას, მონაწილე უწყებათა კომუნიკაციას;
ბ) ახორციელებს ცენტრის საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ-სამართლებრივ დახმარებას;
გ) ახორციელებს ცენტრში მონაწილე უწყებებისაგან ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას, მათთვის გადაცემასა და ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვას;
დ) ახორციელებს ცენტრის საქმისწარმოების უზრუნველყოფას, ახდენს მიღებულ კორესპონდენციაზე დროულ რეაგირებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, ასრულებს ცენტრის ცალკეულ დავალებებს;
ვ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. მხარდამჭერი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეები იმავდროულად არიან ცენტრის მოსამსახურეები.
4. მხარდამჭერ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც იმავდროულად არის ცენტრის უფროსი. მხარდამჭერი სტრუქტურული ერთეულის უფროსი ინიშნება სასაზღვრო პოლიციის უფროსის წარდგინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, 4 წლის ვადით და ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე.
5. ცენტრის უფროსი/მხარდამჭერი სტრუქტურული ერთეულის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს ცენტრს, წყვეტს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს ცენტრის საქმიანობას და პასუხისმგებელია ცენტრზე დაკისრებული მოვალეობის ჯეროვან შესრულებაზე;
ბ) კორდინაციას უწევს მონაწილე უწყებების წარმომადგენელს/ექსპერტს ცენტრში საქმიანობისას;
გ) კოორდინაციას უწევს ინფორმაციის მართვას;
დ) ხელმძღვანელობს საქართველოს საზღვაო სივრცეში, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში საზღვაო ვითარების გაცნობიერებულობის ერთიანი სურათის შექმნას;
ე) კონტროლს უწევს საქართველოს საზღვაო სივრცეში საფრთხეების შეფასებას, ანალიზსა და რისკების განსაზღვრას;
ვ) კონტროლს უწევს შავი ზღვის ქვეყნებსა და საქართველოს სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ინფორმაციის გაცვლას;
ზ) კონტროლს უწევს დახურული ინფორმაციის მართვას;
თ) შეიმუშავებს გადამზადების პროგრამას ცენტრის მხარდამჭერი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეეებისა და მონაწილე უწყებების წარმომადგენლებისთვის/ექსპერტებისთვის, ასევე ზედამხედველობს აღნიშნული პროგრამის განხორციელებას;
ი) 6 თვეში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს უწყებათშორის საბჭოს;
კ) მონაწილე უწყებების წარმომადგენელთან/ექსპერტთან ერთად შეიმუშავებს ცენტრის საქმიანობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელ სტანდარტულ ოპერაციულ პროცედურებს, რომელსაც განსახილველად წარუდგენს უწყებათშორის საბჭოს;
ლ) უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს;
მ) უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, გამოიძახოს მონაწილე უწყებათა წარმომადგენელი/ექსპერტი, ცენტრის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით;
ნ) მიმართავს მონაწილე უწყებას შესაბამისი ზომების მიღების მიზნით, თუ ცენტრის საქმიანობისას მონაწილე უწყებათა წარმომადგენელი/ექსპერტი არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს და არ ემორჩილება ცენტრის უფროსს;
ო) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს.
6. მხარდამჭერი სტრუქტურული ერთეულის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც იმავდროულად არის ცენტრის უფროსის მოადგილე. ცენტრის უფროსის მოადგილე/მხარდამჭერი სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილე ინიშნება 2 წლის ვადით, სასაზღვრო პოლიციის უფროსის წარდგინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ და ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და ცენტრის უფროსის წინაშ