1. ცენტრი არის უწყებათაშორისი მექანიზმი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომში – სასაზღვრო პოლიცია) ბაზაზე ჩამოყალიბებული მართვის, კონტროლის, შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების კომუნიკაციების, ზღვაზე დაკვირვების სენსორული ტექნოლოგიების, მონაცემთა ელექტრონული ბაზების ერთობლიობა.
2. მშვიდობიან პერიოდში, როდესაც არ არსებობს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება, ცენტრის საქმიანობას წარმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო საოპერაციო დონეზე მის ორგანიზაციულ და ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
3. საომარი მდგომარეობის დროს ცენტრი გადადის საქართველოს სამხედრო ძალების ოპერატიულ დაქვემდებარებაში.
4. ცენტრი ანგარიშვალდებულია საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭოს (შემდგომში – უწყებათშორისი საბჭო) წინაშე, ხოლო საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს სამხედრო ძალების წინაშ