1. საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის  (შემდგომში – ცენტრი) დებულება და ინფორმაციის მართვის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ცენტრის საქმიანობის წესს, ამოცანებს, ფუნქციებს, შემადგენლობას, ცენტრის მიერ ინფორმაციის დამუშავების, უსაფრთხოების დაცვისა და ინფორმაციის მართვის წესს.

2. ცენტრი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საერთაშორისო საზღვაო სამართლის შესახებ გაეროს კონვენციით (1982), ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (1974, შესწორებული), ზღვაზე ძებნისა და გადარჩენის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (1979), საზღვაო ნაოსნობის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული არაკანონიერი აქტების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (1988), ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (1988), გემების ბალასტური წყლის და დანალექების კონტროლისა და მართვის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (2004), მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (1978), ნავთობით გაჭუჭყიანებისაგან მიყენებული ზარალისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (1969, შესწორებული), ხომალდებიდან გაჭუჭყიანების აღკვეთის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (MARPOL) (1973, შესწორებული), მოძრავი სატელიტური კავშირის საერთაშორისო ორგანიზაციის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (1976), „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“, „პოლიციის შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“, „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“, „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“, „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები