1. ცენტრის საქმიანობაში მონაწილეობენ შემდეგი უწყებები:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

გ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;

დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური;

ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო;

ვ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

ზ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო;

თ) საქართველოს დაზვერვის სამსახური;

ი) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;

კ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო;

ლ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქაერონავიგაცია“;

მ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური.

2. ცენტრის საქმიანობაში მონაწილეობის მიზნით, მონაწილე უწყებები განსაზღვრავენ მუდმივ წარმომადგენლებს/ექსპერტებს, რომლებიც რჩებიან შესაბამისი მონაწილე უწყების მოსამსახურეებად და კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობენ კონკრეტული საზღვაო ინციდენტის ან/და ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვაშ