ცენტრის ამოცანებია:

ა) საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის, საფრთხეების პრევენციის, გამოვლენისა და მათზე რეაგირების, ასევე პასუხისმგებელი კომპეტენტური ორგანოების ეფექტიანი თანამშრომლობის, ურთიერთქმედების, ინფორმაციის გაცვლის სისტემის შექმნა, რომელიც გამორიცხავს ამოცანების შესრულებისა და გადაწყვეტილების მიღების დუბლირებას, მშვიდობიან დროსა და კრიზისულ სიტუაციებში უზრუნველყოფს მონაწილე უწყებების შეთანხმებულ მოქმედებასა და სახელმწიფო რესურსების ოპტიმალურად გამოყენებას;

ბ) საქართველოს საზღვაო სივრცეში, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და  ტერმინალებში რეალურ დროში საზღვაო ვითარების გაცნობიერებულობის ერთიანი სურათის შექმნა;

გ) მონაწილე უწყებათა მიერ განხორციელებული ერთობლივი საზღვაო ოპერაციების ხელშეწყობა;

დ) ზღვაზე განსაცდელში მყოფი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის, საქართველოს საზღვაო სივრცეში გარემოს დაცვისა და ხომალდების, ტვირთების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განხორციელებული საქმიანობის ხელშეწყობა;

ე) საქართველოს საზღვაო სივრცეში მოსალოდნელი საფრთხეებისა და გამოწვევების უწყვეტ რეჟიმში დროული გამოვლენის/ იდენტიფიკაციის, შეტყობინების, შეფასების, ანალიზისა და რეაგირების უწყებათშორისი მექანიზმის ჩამოყალიბებ