1. ცენტრის მიერ მონაწილე უწყებებიდან ან/და სხვა წყაროებიდან ინფორმაციის მიღება, მოძიება, დამუშავება, გავრცელება, შენახვა და დაარქივება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ცენტრს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე საერთაშორისო შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, დაამუშაოს პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია იმ მოცულობით, რაც აუცილებელია საქართველოს საზღვაო სივრცეში, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში საფრთხეების პრევენციისთვის, გამოვლენისა და მათზე რეაგირებისთვის, ასევე ეროვნული უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფისთვის.

3.  ცენტრმა ინფორმაცია უნდა შეინახოს მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. მონაცემთა შენახვის ვადის გასვლის შემდგომ  ხორციელდება მონაცემთა წაშლა (ავტომატურად) ან შემდგომი შენახვის უზრუნველყოფა პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით.

4. დახურული ინფორმაციის მიღების, გაცვლის, დამუშავებისა და შენახვის წესი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით.

5. ცენტრისთვის ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ნორმათა კოლიზიის შემთხვევაში, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ცენტრისთვის ინფორმაციის მიწოდებას, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს უწყებათშორის საბჭოს შემდგომი რეაგირებისთვის.

6. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ცენტრი იყენებს უწყებათშორისი კომუნიკაციის ნებისმიერ ფორმას, მათ შორის: პირდაპირ ხმოვან და ვიზუალურ ტელეხიდებს, ელექტრონულ ფოსტასა და პირისპირ შეხვედრებ