თავი I — საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებე
1. სასაზღვრო პოლიცია უზრუნველყოფს ცენტრს კომპიუტერული ტექნიკითა და კომუნიკაციის საშუალებებით, იდენტიფიკაციისა და ზღვაზე რადიოტექნიკური დაკვირვების სისტემებით.
2. მონაწილე უწყებები, საზღვაო ვითარების შესახებ გაცნობიერებულობის ეფექტიანი სისტემის შექმნის მიზნით, ცენტრს უზრუნველყოფენ საქმიანობისათვის აუცილებელი სისტემებითა და მონაცემთა ელექტრონული ბაზებით.
3. ცენტრის საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა, ელექტრონული კომუნიკაციის, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელისა და საინფორმაციო სისტემების ადმინისტრირება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ცენტრსა და მონაწილე უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად. №2 დანართი მონაწილე უწყებების მიერ შევსების შემდგომ მიეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ჩამოყალიბებისა და ინფორმაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 11, №503, 26.10.2018, სარეგისტრაციო კოდი 120020000.10.003.020819 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.08.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4352880/muxli-11/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია