1. ცენტრი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მონაწილე უწყებებიდან მიღებული, ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებას.

2. ინფორმაციის წყარო შეიძლება იყოს:

ა) საზღვაო მონიტორინგის სისტემები;

ბ) ზღვაზე დაკვირვების სენსორები და სხვა ტექნოლოგიური საშუალებები;

გ) ადგილობრივი, რეგიონალური და სხვა საკოორდინაციო ცენტრები;

დ) სხვა სახელმწიფო უწყებები;

ე) პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო უწყებები და საერთაშორისო ორგანიზაციები;

ვ) სხვა ნებისმიერი წყარო.

3. ცენტრის მიერ ინფორმაციის შეგროვება ხდება რეგულარულად და მიზნობრივად.

4. ცენტრის მიერ შეგროვებული ინფორმაციის დამუშავების ეტაპზე ხდება ინფორმაციის დახარისხება და შეფასება, რაც გულისხმობს არსებული ინფორმაციის გადამოწმებას, შედარებასა და შეუსაბამო ინფორმაციის გამორიცხვას.

5. თუ ინფორმაცია არასაკმარისი, გაურკვეველი ან დაუზუსტებელია, ცენტრი ანალიზის წარმოების პროცესში უფლებამოსილია, მონაწილე უწყებიდან კონკრეტული ფაქტის შესახებ გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია.

6. ცენტრის მიერ ანალიტიკური პროდუქტის შემუშავების მიზნით ხორციელდება დახარისხებული ინფორმაციის სისტემატიზაცია და ანალიზ