„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№126
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016816
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/11/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №126

2018 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016246) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 75-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) „სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელი/უფროსი გამომძიებელი/განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, ათმეთაური, უფროსი პატრულ-ინსპექტორი, პატრულ-ინსპექტორი, უფროსი პატრულ-ინსპექტორი (მესაზღვრე-კონტროლიორი), პატრულ-ინსპექტორი (მესაზღვრე-კონტროლიორი), ტურისტული უსაფრთხოების უფროსი ინსპექტორი და ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორი;“.

2. 77-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამინისტროს მოსამსახურე, რომელსაც გავლილი აქვს ათმეთაურის, უფროსი პატრულ-ინსპექტორის, პატრულ-ინსპექტორის, უფროსი პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი), პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი), ტურისტული უსაფრთხოების უფროსი ინსპექტორის ან/და ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორისთვის განკუთვნილი  სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, ამ თანამდებობაზე დანიშვნისას თავისუფლდება სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის ვალდებულებისგან.“.

3. 81-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში:

ბ.ა) ათმეთაურის, ოცმეთაურის, ცვლის მეთაურის, ცვლის უფროსის და უფრო მაღალი თანამდებობიდან, აგრეთვე განყოფილების უფროსის, განყოფილების უფროსის მოადგილის, გამომძიებლის, უფროსი გამომძიებლის, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა  გამომძიებლის,  უფროსი პატრულ-ინსპექტორის, პატრულ-ინსპექტორის, უფროსი პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი), პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი), ტურისტული უსაფრთხოების უფროსი ინსპექტორის ან/და ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორის თანამდებობიდან უფრო დაბალ ან ამ წესის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის დროს;

ბ.ბ) სამინისტროს სხვა დანაყოფის ოპერატიულ-სამძებრო  ან/და საგამოძიებო  საქმიანობის განმახორციელებელი მოსამსახურის უფრო დაბალ ან ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის დროს, გარდა ათმეთაურის, უფროსი პატრულ-ინსპექტორის, პატრულ-ინსპექტორის, უფროსი პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი), პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი), ტურისტული უსაფრთხოების უფროსი ინსპექტორის ან/და ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორის თანამდებობებისა;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.11.2018.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 06.11.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №126. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.016816.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.11.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №126, 06.11.2018, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016816 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.11.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4359495/