,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №88 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№133
სარეგისტრაციო კოდი
140020000.22.026.016680
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №88 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება
№133

2018 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №88 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული  აქტების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,  ვბრძანებ:
მუხლი 1

„საქართველოს  შეიარაღებული  ძალების  გენერალური  შტაბის  ავიაციისა  და  საჰაერო  თავდაცვის  სარდლობის  დებულების  დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს  თავდაცვის  მინისტრის 2016  წლის 16 დეკემბრის №88  ბრძანებაში (ვებგვერდი, 16/12/2016, სარეგისტრაციო კოდი: 140020000.22.026.016442)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“.

3. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის თანდართული დებულება.“.

4. ბრძანებით დამტკიცებული დებულების (შემდგომ – დებულება) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულება“.

5. დებულების პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) თავდაცვის ძალების (შემდგომ –  თავდაცვის ძალები) ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა (შემდგომ – სარდლობა) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. სარდლობა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებითა და თავდაცვის ძალების მეთაურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

3. სარდლობა ანგარიშვალდებულია მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ სარდლობის სამსახურებრივ ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

6. დებულების მე-3 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საჰაერო თავდასხმის შესახებ თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების წინასწარი შეტყობინება დადგენილი წესით, საჰაერო სივრცის მუდმივი რადიოლოკაციური და რადიოტექნიკური კონტროლი, სადისპეტჩერო მომსახურება;“;

ბ) ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თავდაცვის ძალების სამანევრო ქვედანაყოფების საჰაერო საცეცხლე მხარდაჭერის მიზნით საფრენი აპარატებით საცეცხლე მხარდაჭერა, რეიდის მოწყობა, მოწინააღმდეგის მფრინავი საფრენი აპარატების განადგურება, მოწინააღმდეგის ცეცხლის ჩახშობა და ნეიტრალიზაცია;“;

გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) დაჭრილების, დაშავებულების და ავადმყოფების სწრაფი საჰაერო ევაკუაცია და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანა თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით;“;

დ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სამინისტროს ერთიანი ფინანსური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელების უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროულად შესრულება, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება, ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სწორი წარმართვა კომპეტენციის ფარგლებში;“;

7. დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შერეული საავიაციო ესკადრილია –  თავდაცვის ძალების სამანევრო ქვედანაყოფების საჰაერო საცეცხლე მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს საფრენი აპარატებით საცეცხლე მხარდაჭერას, რეიდის მოწყობას, მოწინააღმდეგის ცეცხლის ჩახშობას და ნეიტრალიზაციას, უზრუნველყოფს დაჭრილების, დაშავებულების და ავადმყოფების სწრაფ საჰაერო ევაკუაციას და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში  გადაყვანას თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით, ახორციელებს შეიარაღებით, საბრძოლო მასალით, სამხედრო ტექნიკით, საწვავ-საპოხი მასალებით და სხვა ქონებით ჯარების საბრძოლო მოქმედებათა ლოგისტიკურ  უზრუნველყოფას საჰაერო გზით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს სამძებრო-სამაშველო ოპერაციებს ხმელეთზე და ზღვაზე, მიღებული დავალების საფუძველზე, ატარებს საჰაერო რეკოგნოსცირებას;

ვ) ცენტრალური საკომანდო პუნქტი –  უზრუნველყოფს საჰაერო თავდასხმის შესახებ თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების წინასწარ შეტყობინებას დადგენილი წესით, ახორციელებს საჰაერო სივრცის მუდმივ რადიოლოკაციურ და რადიოტექნიკურ კონტროლს, სადისპეტჩერო მომსახურებას, ახორციელებს სახელმწიფო ავიაციის ფრენების მართვას და კონტროლს, ასევე ლიტერული საჰაერო ხომალდების ფრენის კონტროლს.“.

8. დებულების მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სარდლობაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის, სარდალი  ანგარიშვალდებულია სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის წინაშე.“;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით;’’;

ბ.ბ)  „ი“ – „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) აანალიზებს სარდლობის საქმიანობას და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სარდლობის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;

კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სარდლობის მოსამსახურეთა წახალისებას და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენებას;

ლ) თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სარდლობის ამოცანების შესასრულებლად;“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სარდლის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარდლობაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია სარდლის, სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის წინაშე.“;

დ) მე-7 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ასრულებს სარდლის, სამინისტროს და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის დავალებებსა და მითითებებს;“;

ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სტრუქტურული ერთეულის უფროსი (მეთაური), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის, სარდლის და სარდლის მოადგილის წინაშე.“;

ვ) მე-10 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) კომპეტენციის ფარგლებში, კონტროლს უწევს სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, სარდლის, სარდლის მოადგილის და სარდლობის შტაბის უფროსის  დავალებების შესრულებას;“.

მუხლი 2🔗

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია