„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების,მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №73 |
|
2018 წლის 26 დეკემბერი ქ. ქუთაისი |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №24 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23.01.2018. №190020020.35.123.016427), კერძოდ:
1. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
2. დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. (დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის) |
|
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – 5 ერთეული – თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 700 ლარი.
2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი – 3 ერთეული, თანამდებობრივი სარგო – 1200 ლარი.
3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1000 ლარი;
4. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის თანაშემწე – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგო – 1200 ლარი;
5. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – ადმინისტრაციულ სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – 12 ერთეული, მათ შორის:
ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა ლარში – 1250;
ბ) კურიერი – 1 ერთეული – თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 800 ლარი;
გ) ოპერატორი – 1 ერთეული – თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 900 ლარი;
დ) მეორად სტრუქტურულ ერთეულში – აუდიტის განყოფილებაში – 2 ერთეული – მათ შორის:
დ.ა) 1 ერთეული – თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1250 ლარი;
დ.ბ) 1 ერთეული – თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 900 ლარი;
ე) მძღოლი – 1 ერთეული – თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1250 ლარი;
ვ) სხვა პირები – 3 ერთეული – თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 700 ლარი;
ზ) მეორად სტრუქტურულ ერთეულში – ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილებაში – 2 ერთეული – თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 900 ლარი;
თ) მეორად სტრუქტურულ ერთეულში – კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებაში – 1 ერთეული – თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 900 ლარი.
6. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – სოციალურ საკითხთა სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – 3 ერთეული, მათ შორის:
ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1250 ლარი;
ბ) სხვა პირები – 2 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 800 ლარი.
7. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – 2 ერთეული – თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 900 ლარი;
8. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – 1 ერთეული – 1000 ლარი;
9. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – 8 (რვა) ერთეული – თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება საგრანტო ხელშეკრულებით.