„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №111 |
|
2019 წლის 31 ივლისი ქ. ქუთაისი |
(დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის)
|
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – 5 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 700 ლარი.
2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი – 2 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1200 ლარი.
3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1100 ლარი.
4. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის თანაშემწე – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1000 ლარი.
5. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – ადმინისტრაციულ სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – 8 ერთეული, მათ შორის:
ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1250 ლარი;
ბ) კურიერი – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 800 ლარი;
გ) ოპერატორი – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 900 ლარი;
დ) მძღოლი – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1250 ლარი;
ე) სხვა პირები – 2 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 700 ლარი;
ვ) მეორად სტრუქტურულ ერთეულში – ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილებაში – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 900 ლარი;
ზ) მეორად სტრუქტურულ ერთეულში – კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებაში – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 900 ლარი.
6. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – სოციალურ საკითხთა სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – 3 ერთეული, მათ შორის:
ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1250 ლარი;
ბ) სხვა პირები – 2 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 800 ლარი.
7. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1000 ლარი.
8. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – შიდა აუდიტის სამსახურში – 2 ერთეული, მათ შორის:
ა) 1 ერთეული – თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1250 ლარი;
ბ) 1 ერთეული – თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 900 ლარი.
9. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში საგრანტე ხელშეკრულების საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – 8 (რვა) ერთეული – თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება საგრანტო ხელშეკრულებით.