„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №164 |
|
2020 წლის 25 ნოემბერი ქ. ქუთაისი |
(დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის)
|
ნუსხა
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1100 ლარი;
2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი – 2 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1200 ლარი;
3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1100 ლარი;
4. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის თანაშემწე – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1000 ლარი;
5. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – ადმინისტრაციულ სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე – 10 ერთეული, მათ შორის:
ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი – 2 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1250 ლარი;
ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 900 ლარი;
გ) კურიერი – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 800 ლარი;
დ) ოპერატორი – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 900 ლარი;
ე) მძღოლი – 2 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1250 ლარი;
ვ) სხვა პირები – 2 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 700 ლარი;
ზ) მეორად სტრუქტურულ ერთეულში – იურიდიულ განყოფილებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1100 ლარი;
6. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – სოციალურ საკითხთა სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე – 4 ერთეული, მათ შორის:
ა) სხვა პირები – 2 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 800 ლარი;
ბ) მეორად სტრუქტურულ ერთეულში – ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე (ბავშვის ფსიქოლოგი) – 2 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1100 ლარი;
7. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1000 ლარი;
8. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – შიდა აუდიტის სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1250 ლარი;
9. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – ზედამხედველობის სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 900 ლარი;
10. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე – 10 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება საგრანტო ხელშეკრულებით.