„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№169
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.123.016572
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/01/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №169

2021 წლის 27 იანვარი

ქ. ქუთაისი

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №24 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23.01.2018. №190020020.35.123.016427), კერძოდ, დადგენილების №2 დანართი (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა ნუსხა) შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

(დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის)

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 27 იანვრიდან.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი შენგელია



დანართი № 2

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა ნუსხა
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა რაოდენობაა 32 ერთეული. მათ შორის:

1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1100 ლარი;

2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი – 2 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1200 ლარი;

3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე – 2 ერთეული, მათ შორის:

ა) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1100 ლარი;

ბ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1000 ლარი;

4. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის თანაშემწე – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1000 ლარი;

5. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – ადმინისტრაციულ სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე – 10 ერთეული, მათ შორის:

ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი – 2 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1250 ლარი;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 900 ლარი;

გ) კურიერი – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 800 ლარი;

დ) ოპერატორი – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 900 ლარი;

ე) მძღოლი - 2 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1250 ლარი;

ვ) სხვა პირები – 2 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 700 ლარი;

ზ) მეორად სტრუქტურულ ერთეულში – იურიდიულ განყოფილებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1100 ლარი;

6. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – სოციალურ საკითხთა სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე – 3 ერთეული, მათ შორის:

ა) სხვა პირები – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 800 ლარი;

ბ) მეორად სტრუქტურულ ერთეულში – ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი (ბავშვის ფსიქოლოგი) – 2 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1100 ლარი;

7. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1000 ლარი;

8. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – შიდა აუდიტის სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე – 1 ერთეული – თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1250 ლარი;

9. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – ზედამხედველობის სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 900 ლარი;

10. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე – 10 ერთეული – თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება საგრანტო ხელშეკრულებით.