დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.12.2018
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.152.016358
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2018
matsne.gov.ge 994 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 12.03.2019 ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 24.04.2015 ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 31.03.2022 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს - საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 07.03.2018 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 23.09.2014

დოკუმენტის ტექსტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №36 2018 წლის 25 დეკემბერი ქ. დუშეთი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, 85-ე მუხლის მე-5 პუნქტის და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 120-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი  დარბაზის დებულება“ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ინაშვილი დანართი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულება ეს დებულება, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად განსაზღვრავს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებულ საზოგადოებრივი დარბაზის უფლებამოსილებას, მისი შექმნის, მუშაობის ორგანიზაციისა და საქმიანობის წესს. თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. საზოგადოებრივი დარბაზი 1. ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად საკრებულოს განკარგულებით იქმნება საზოგადოებრივი დარბაზი. 2. საზოგადოებრივი დარბაზი  (შემდგომში – დარბაზი) არის დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული, საზოგადოებრივი ინტერესის გამტარებელი, საკრებულოს სათათბირო - საკონსულტაციო ორგანო. 3. დარბაზში გაწევრიანება შეუძლია დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ნებისმიერ დაინტერესებულ სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წარმომადგენელს. 4. დაინტერესებულ სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს დარბაზში შეიძლება ჰყავდეს არაუმეტეს 2 წარმომადგენელი. 5. საზოგადოებრივი დარბაზის წევრთა რეგისტრაციას ახდენს საკრებულოს აპარატი. საზოგადოებრივი დარბაზის წევრთა რეგისტრაცია იწყება საკრებულოს შესაბამისი განკარგულების გამოქვეყნების დღიდან. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მოქმედ სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს საკრებულოს განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ ნებისმიერ დროს აქვს უფლება მიმართოს საკრებულოს აპარატს საზოგადოებრივი დარბაზის წევრად მისი და ასევე მისი წარმომადგენლის რეგისტრაციის შესახებ. დარბაზის წევრთა რაოდენობა არ შეიძლება შეზღუდული იყოს. მუხლი 2🔗. საზოგადოებრივი დარბაზის ზოგადი უფლებამოსილება   საზოგადოებრივი დარბაზი უფლებამოსილია: ა) წინასწარ განიხილოს საკრებულოს სამუშაო გეგმის პროექტები და საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს დღის წესრიგის პროექტები, გამოთქვას თავისი მოსაზრებები და რეკომენდაციები განხილულ პროექტებთან დაკავშირებით; ბ) შესთავაზოს საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს დღის წესრიგში ცალკეული საკითხების შეტანა; გ) წინასწარ განიხილოს საკრებულოს სხდომაზე განსახილველი ნორმატიული აქტების პროექტები და გამოთქვას თავისი მოსაზრებები; დ) მოითხოვოს საკრებულოს ბიუროსა და საზოგადოებრივი დარბაზის ერთობლივი სხდომის ჩატარება  სპეციალური დღის წესრიგით; ე) მოამზადოს, განიხილოს და წარუდგინოს საკრებულოს ან/და მერს წინადადებები შესაბამის თვითმმართველ ერთეულში არსებული პრობლემების  და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; ვ) მოისმინოს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების და საკრებულოს წევრების ანგარიშები (საზოგადოებრივ დარბაზში რეგისტრირებული არანაკლებ 5 (ხუთი) წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე); ზ) მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვების და საზოგადოებრივი განხილვების  ჩატარების ორგანიზებაში; თ) განახორციელოს საზოგადოებრივი დარბაზის დებულებით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები. თავი II საზოგადოებრივი დარბაზის წევრი მუხლი 3🔗. საზოგადოებრივი დარბაზის წევრის უფლება-მოვალეობები 1.  საზოგადოებრივი დარბაზის წევრს უფლება აქვს: ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს საზოგადოებრივი დარბაზის მუშაობაში; ბ) განსახილველ საკითხებზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია; გ) ნებისმიერ დროს გავიდეს დარბაზის შემადგენლობიდან, საკუთარი განცხადების საფუძველზე; დ) განახორციელოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი. 2. დარბაზის წევრი იურიდიული პირი ვალდებულია უზრუნველყოს დარბაზის სხდომაზე საკუთარი წარმომადგენლის  (წარმომადგენლების) დასწრება და მონაწილეობა მიიღოს დარბაზის მუშაობაში. 3. იმ შემთხვევაში, თუკი დარბაზის წევრად რეგისტრირებული იურიდიული პირი ზედიზედ სამი თვის განმავლობაში არ მიიღებს მონაწილეობას დარბაზის მუშაობაში, ასეთ იურიდიულ პირს, დარბაზის გადაწყვეტილებით, შეუწყდება დარბაზის წევრობა. თავი III საზოგადოებრივი დარბაზის სხდომა და მუშაობის საერთო წესი მუხლი 4🔗. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომა 1. დარბაზის სხდომას იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე, თვეში ერთხელ მაინც, როგორც წესი, საკრებულოს ბიუროს სხდომამდე არანაკლებ 5 დღით ადრე. 2. დარბაზის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა  საზოგადოებრივი  დარბაზის წევრად რეგისტრირებული არანაკლებ 5 წევრის ინიციატივით, წინადადების საკრებულოს აპარატში შეტანიდან 10 დღის ვადაში. 3. საზოგადოებრივი დარბაზის წევრების ინფორმირებას, საზოგადოებრივი დარბაზის სხდომის ჩატარების დროის, ადგილის და სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. 4. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომას ხელმძღვანელობს და წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში-საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. 5. დარბაზის სხდომის დღის წესრიგს ადგენს დარბაზის სხდომის თავმჯდომარე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დარბაზი წინასწარ მიიღებს გადაწყვეტილებას დღის წესრიგის შესახებ. დარბაზის წევრთა წინადადებით, დღის წესრიგში შეიძლება შეტანილი იქნეს ცვლილებები. დღის წესრიგს და მასში ცვლილებების შეტანას ამტკიცებს დარბაზი საერთო წესით. 6. საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება ჩატარდეს საკრებულოს  ბიუროსა და საზოგადოებრივი დარბაზის ერთობლივი სხდომა სპეციალური დღის წესრიგით. 7. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომას შეიძლება დაესწროს  მერი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი. მუხლი 5🔗. დარბაზის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება 1. დარბაზის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება სხდომაზე დამსწრე დარბაზის წევრი იურიდიული პირების ხმათა უმრავლესობით. 2. დარბაზის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით. 3. დარბაზის წევრად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს კენჭისყრისას აქვს ერთი ხმა. 4. დარბაზი განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით იღებს რეკომენდაციებს, დასკვნებს, წინადადებებს, ხოლო ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით - გადაწყვეტილებებს. მუხლი 6🔗. საზოგადოებრივი დარბაზის მუშაობის საერთო წესი 1. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომა საჯაროა. 2. საზოგადოებრივი დარბაზი უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება დარბაზის წევრად რეგისტრირებული იურიდიული პირების ნახევარის წარმომადგენელი (წარმომადგენლები) მაინც. 3. დარბაზის სხდომას, როგორც წესი, ესწრება საკრებულოს თავმჯდომარე და მერი, ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენელი (საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მერის მოადგილე). 4. დარბაზის სხდომაზე საკითხის განხილვისას წინადადებების შემოტანის უფლება აქვთ როგორც დარბაზის წევრებს, ასევე დარბაზის სხდომაზე მოწვეულ და დამსწრე პირებს, დარბაზის სხდომის თავმჯდომარის ნებართვით. 5. დარბაზის წევრს, რომელიც არ ეთანხმება დარბაზის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს თავისი მოსაზრება შეიტანოს დარბაზის სხდომის ოქმში და საკრებულოს ბიუროს ან/და საკრებულოს სხდომაზე მოითხოვოს მისი გაცნობა ან თანამომხსენებლად მისი წარმომადგენლის გამოსვლა. დარბაზის წევრის ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. 6. საკრებულოს ბიუროს ან/და საკრებულოს სხდომაზე დარბაზის რეკომენდაციის, დასკვნის, წინადადების გამოსატანად, დარბაზის გადაწყვეტილებით, ინიშნება ერთი ან რამდენიმე მომხსენებელი. 7. დარბაზის მოხსენებები (რეკომენდაციები, წინადადებები, დასკვნები) საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს წარედგინება წერილობითი სახით. მოხსენებაში უნდა იყოს აღნიშნული შესაბამის საკითხზე დარბაზის დასკვნა და ამ საკითხის გადაჭრის რეკომენდაცია. მუხლი 7🔗. საზოგადოებრივი დარბაზის საქმიანობის უზრუნველყოფა საზოგადოებრივი დარბაზის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. მუხლი 8🔗. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომის ოქმი 1. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომაზე დგება ოქმი. ოქმის შედგენას დარბაზის სხდომაზე უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატის შესაბამისი თანამშრომელი. 2. ოქმში უნდა აისახოს: ა) დარბაზის სხდომის ჩატარების ადგილი, რიცხვი, თვე და წელი; ბ) ოქმის რიგითი ნომერი; გ) სხდომაზე დამსწრე დარბაზის წევრთა, მათი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) და სხდომაში მონაწილე სხვა პირთა ვინაობა; დ) დარბაზის სხდომის დღის წესრიგის საკითხები; ე) ყველა წამოყენებული წინადადება (საკითხი), რომელიც დაისვა კენჭისყრაზე; ვ) კენჭისყრის შედეგები; ზ) მიღებული გადაწყვეტილებები. 3. დარბაზის სხდომის ოქმს ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი (საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში). 4. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომათა ოქმები გადაეცემა და ინახება საკრებულოს აპარატში. 5. დარბაზის სხდომის ოქმი ხელმოწერის შემდეგ ქვეყნდება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 135-ე მუხლით დადგენილი წესით. 6. დარბაზის წევრს უფლება აქვს მოითხოვოს საზოგადოებრივი დარბაზის სხდომის ოქმის დამოწმებული ასლი. თავი IV დასკვნითი დებულებები მუხლი 9🔗. საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა საზოგადოებრივი დარბაზის დებულებას, ასევე მასში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას (დადგენილებას), დარბაზთან შეთანხმებითა და საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, ამტკიცებს საკრებულო.