ერედვის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №34 |
|
2018 წლის 25 დეკემბერი ქ. თბილისი |
|
დანართი №1
განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2019 წლის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2019 წლის შემოსავლები 1970.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2019 წლის გადასახადები 0.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2019 წლის გრანტები 1,970.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2019 წლის სხვა შემოსავლები 0,0 ათასი ლარის ოდენობით:
|
ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2019 წლის ხარჯები განისაზღვროს 1,917.6 ათასი ლარით
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2019 წლის არაფინანსური აქტივების ცვლილება 48.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი 0,0 ათასი ლარის ოდენობით
|
განისაზღვროს 2019 წლის ბიუჯეტის წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი 0,0 ათასი ლარის ოდენობით
| |||||||||||||||||||||||||||
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 45,0 ათასი ლარი.
პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას, ერედვის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვა და მათი გაწვევა.
2.ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
ერედვის მუნიციპალიტეტის ეკონომიური განვითარების პროგრამა აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მათავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, კერძოდ, დევნილი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებისთვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
2.1 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
წყალმომარაგების რეაბილიტაციისა და მომსახურების სააგენტოს ფუნქციონირება.
დევნილთა ჩასახლებებში დაზიანებული საცხოვრებელი ბინების შეკეთება.
დევნილთა ჩასახლებებში სარწყავი, სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია.
2.2 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
პროექტების, ხარჯთაღრიცხვების, კვლევითი სამუშაოების და ექსპერტიზის მომსახურების დაფინანსება.
კოდას დევნილთა დასახლებისთვის, საავტომობილო გზაზე, ქვეითთა გადასასვლელის მოწყობა.
გზების მოწესრიგება და სანიაღვრე არხების აღდგენა რეაბილიტაცია.
3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯის დაფინანსება.
3.1 სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია გორის რაიონ სოფელ ხურვალეთის დევნილთა ჩასახლებაში საბავშო ბაღის ფუნქციონირება.
4. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00)
პროგრამის მიზანია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა.
4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა
4.1.1 ერედვის მუნიციპალიტეტის სპორტ სკოლის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება.
2019 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით დაგეგმილია სპორტის სახეობათა პოპულარიზაცია მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში, მუნიციპალიტეტის სპორტსმენთა მონაწილეობის მიღება რეგიონალურ, სახელობით, რესპუბლიკურ, საერთაშორისო ტურნირებზე, მოწინავე სპორტსმენების ოსტატობის ამაღლების და ფიზიკური მოზადებისათვის სასწავლო-საწრთვნელი და გამაჯანსაღებელი შეკრებების მოწყობა. 2019 წლის განმავლობაში 200-მდე სპორტსმენი გაივლის სპორტულ მომზადებას.
4.1.2 საფეხბურთო კლუბი ცხინვალის ლიახვის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქართველ და ოს ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა სპორტულ ცხოვრებაში, ინტელექტუალური და სპორტული დონის ამაღლება აღსაზრდელებში, პერსპექტიული სპორტსმენების მზადება, სათამაშო სპორტული ღონისძიებების მომზადება და ჩატარება. (დაფინანსება მოხდება ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მიერ).
4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.
4.2.2 კულტურის სახლის ხელშეწობა (პროგრამული კოდი 05 02 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობა. სხვადასხვა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზება. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში არსებული შემოქმედებითი კოლექტივების გამოვლენას და მათ შემდგომ განვითარებას.კულტურის სახლში მოქმედებს ქორეოგრაფიული წრეები.
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
პროგრამა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებების და შეღავათების უზრუნველყოფას.
5.1 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 01)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
5.1.1მარჩენალდაკარგული პირის სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 01 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
1 მარჩენალდაკარგული პირის დახმარება (გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 მაისის №1004-2006 განჩინების აღსრულება)
5.1.2 ახალშობილთა ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: თითოეულ ახალშობილზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ის დევნილი ოჯახები, რომელთაც შეეძინათ ახალშობილი.
5.1.3 გარდაცვლილთა ოჯახების ერთჯერადი სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული პირების და მათი ოჯახის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის არმქონე წევრის (მეუღლე) გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება 500 ლარის ოდენობით, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში.
5.1.4 კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია, ზამთრის სეზონისათვის ერთჯერადი სოციალური დამხარება გაეწევათ ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ იმ დევნილ ოჯახებს, რომლებიც ჩასახლებული არიან სოფლებში: მცხეთა - წინამძღვრიაანთკარი (ყოფილი ტელევიზია), და არ აქვთ ბუნებრივი აირით გათბობა. სოციალური დახმარება გაიცება 250 ლარის ოდენობით თითოეულ საცხოვრებელ ბინაზე.
5.1.5 მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 05)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია, ერთჯერად სოციალურ დახმარებას 200 ლარის ოდენობით მიიღებენ ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ის იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ 4 ან მეტი შვილი, აქედან ერთი მაინც არასრულწლოვანი (18 წლამდე).
5.1.6 მოხუცებულთა ერთჯერადი სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 06)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთჯერად 200 ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში და შეუსრულდათ 80 და მეტი წელი.
5.1.7 ოპერაციების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 01 07)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია, იმ მოქალაქეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მათი ოჯახის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის არმქონე წევრს (მეუღლე) ერთჯერადად ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ნაწილობრივ დაუფინანსდებათ გეგმური და ურგენტული ოპერაციები. დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ მოქალაქის ფაქტობრივად გადახდილი თანხის სრული ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.
5.1.8 დევნილთა ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 08)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ დევნილ ოჯახებს, რომლებიც ჩასახლებულნი არიან დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში, ერთჯერადად ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევათ სოციალური პროგრამის ფარგლებში სასურსათო კალათით. სასურსათო კალათი შედგება: ერთი 50-კილოგრამიანი ტომარა ფქვილი, 10 ლიტრი ზეთი, 10 კილოგრამი შაქარი, 5 კილოგრამი წიწიბურა. დახმარება გაეწევათ სასურსათო კალათის ადგილზე მიტანით კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს.
ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ დევნილ ოჯახებს, რომელიც არ ცხოვრობენ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში, ერთჯერადად ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევათ სოციალური პროგრამის ფარგლებში სასრუსათო კალათის ნაცვლად, ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
5.1.9 სტიქიური მოვლენების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგად დაზარალებულთა ერთჯერადი სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 09)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები დევნილი ოჯახები, რომელთაც სტიქიური მოვლენების და სხვა საგანგებო სიტუაციების (მათ შორის, ხანძარი, ეკოლოგიური კატასტროფები) შედეგად დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლი მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან. დახმარება გაიცემა მიყენებული ზიანის მიხედვით, ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე არაუმეტეს 3 000 (სამი ათასი) ლარის ფარგლებში.
5.1.10 ონკოლოგიურ ავადმყოფთა ერთჯერადი სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 10)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია, ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები დევნილი ონკოლოგიური ავადმყოფები და მათი ოჯახის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის არმქონე წევრი (მეუღლე) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 500 ლარის ოდენობით.
5.1.11 დედ-მამით ობოლ არასრულწლოვანთა ერთჯერადი სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 12)
ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ დედ-მამით ობოლ არასრულწლოვნებს მიეცეთ ერთჯერადი სოციალური დახმარება თითოეული არასრულწლოვნისთვის 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
განისაზღვროს, ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|