კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.01.2019 ბოლო ცვლილება 16.01.2026
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.149.016390
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/01/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

შემდგომი ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №1

2019 წლის 18 იანვარი

ქ. კასპი

 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის  „ბ.ვ“ და ,,დ.ე“ ქვეპუნქტების, 61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული   კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
განისაზღვროს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 დეკემბრის  №51 დადგენილება /(www.matsne.gov.ge, 25.12.2017 წ 190040000.35.149.016352/.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2019 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლეონიძე



დანართი №1
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

თანამდებობა

რაოდენობა

თანამდებობრივი სარგო

(ლარი)

1

პოლიტიკური თანამდებობის პირი –

საკრებულოს თავმჯდომარე

1

2650

2

პოლიტიკური თანამდებობის პირი –

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1

1700

3

პოლიტიკური თანამდებობის პირი –

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

1

1500

4

პოლიტიკური თანამდებობის პირი –

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

1

1500

5

პოლიტიკური თანამდებობის პირი – საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე

1

800

6

პირველი რანგის საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი

1

1300

7

მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

 

1

800

შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები

8

საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე

1

1200

9

სხვა შტატგარეშე მოსამსახურეები

1

800