შპს „ფურშეტ ჯორჯიას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/10339-17
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/01/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/10339-17

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2019 წლის  18 იანვარი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებლები – 1 - შპს ,,რითეილ კაპიტალ ჯორჯია’’

(საიდენტიფიკაციო ნომერი 404967522)

დირექტორი – მამუკა შეწირული

წარმომადგენლები – 1 – ირაკლი ფურცელაძე

2 – ზურაბ გვარჯალაძე

2 – შპს „სენატორი“

(საიდენტიფიკაციო ნომერი 40504904)

დირექტორი – პეტრე გელაშვილი

წარმომადგენლები – 1 - დავით მჟავანაძე

2 - ზურაბ გვარჯალაძე

მოვალე – შპს ,,ფურშეტ ჯორჯია’’

(საიდენტიფიკაციო ნომერი 404415897)

დირექტორი – ტარიელ ჭეიშვილი

წარმომადგენელი – იასონ ხარაბაძე

მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – თამთა მაჭარაშვილი

მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევა

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გამოარკვია

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს ,,ფურშეტ ჯორჯიას“ გადახდისუუნარობის საქმე.

2018 წლის 2 ნოემბერს კრედიტორთა პირველ კრებაზე სრულად ვერ იქნა განხილული დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არა უმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არა უმეტეს 3 დღით.

 სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით.

 დაადგინა

1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2019 წლის 8 თებერვალს 11:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), სხდომის დარბაზი №51, შემდეგი დღის წესრიგით:

1.1.  კრედიტორთა მოთხოვნების  აღიარების შესახებ;

1.2. მომრიგებელი საბჭოს მესამე წევრის არჩევა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს „საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი.