1. ფინანსური ხარჯი არის ხარჯი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მოთხოვნილია ლიზინგის გამცემის  მიერ და წარმოადგენს ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის საგნის მიღების, შენარჩუნების, ასევე, ლიზინგის ხელშეკრულების შესაბამისად, ლიზინგის საგნის ლიზინგის მიმღების საკუთრებაში გადაცემასთან ან ლიზინგის გამცემისათვის დაბრუნებისათვის გასაწევ აუცილებელ ხარჯს, კერძოდ:

ა) სარგებელი;

ბ) მომსახურებაზე ლიზინგის გამცემის
მიერ დაწესებული გადასახდელები;

გ) ლიზინგის გამცემის
მიერ დაწესებული ტრანზაქციისა და საკომისიო ხარჯი;

დ) აუცილებელი დაზღვევის ხარჯი;

ე) ქონების ღირებულების შეფასების ხარჯი;

ვ) სანოტარო ხარჯი;

ზ) ადმინისტრაციული ორგანოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასური;

თ) გადასახდელი, რომელსაც ლიზინგის მიმღები უხდის მესამე პირს ლიზინგის საგნით სარგებლობის დასრულების დროს, თუ ეს წარმოადგენს ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის ხელშეკრულების დასრულების და ლიზინგის ხელშეკრულებამდე არსებული უფლებების აღდგენისათვის აუცილებელ პირობას. ამ გადასახდელებში არ გაითვალისწინება ლიზინგის საგნის ლიზინგის მიმღების საკუთრებაში გადასვლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოს მომსახურებისთვის დაწესებული საფასური;

ი) სხვა, მათ შორის, მესამე პირების პროდუქტით/მომსახურებით სარგებლობასთან დაკავშირებული აუცილებელი გადასახდელები/შენატანები, თუ აღნიშნული პროდუქტით/მომსახურებით სარგებლობა წარმოადგენს ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ და/ან ლიზინგის ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელ, მაგრამ ფაქტობრივ ვალდებულებას;

კ) ლიზინგის გამცემის
მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ამა თუ იმ პირობის შეუსრულებლობისთვის დაწესებული/მოთხოვნილი ხარჯი, როცა ლიზინგის ხელშეკრულებაში ჩადებული ამ პირობის შესრულება არ მოითხოვება ცალსახად ლიზინგის დაფინანსების თანხის გაცემის შემდეგ, არამედ შესაძლებელია ამ პირობის შესრულების მოთხოვნა/შემოწმება განხორციელდეს ლიზინგის დაფინანსების თანხის გაცემამდეც;

ლ) ლიზინგის გამცემის მხრიდან ლიზინგის რაიმე პირობით მიღებისთვის დაწესებული/მოთხოვნილი ხარჯები, როცა ლიზინგის შინაარსი/ბუნება აღნიშნული პირობით მომსახურებას ისედაც ითვალისწინებს;

მ) სხვა მნიშვნელოვანი გადასახდელები, რომელთა შესახებ ლიზინგის გამცემმა შეიტყო ლიზინგის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც ფინანსურ ხარჯს ლიზინგის მიმღები უხდის მესამე პირს და ლიზინგის გამცემს არ შეუძლია ზუსტი ფინანსური ხარჯის ოდენობის დადგენა, ლიზინგის გამცემმა ის უნდა განსაზღვროს აღნიშნული ხარჯის მოსალოდნელი საბაზრო ღირებულების საფუძველზე.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც ლიზინგის მიმღების მიერ ფინანსური ხარჯის გადახდის საჭიროება დგება ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმების მომდევნო ეტაპებზე და რომლის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა ლიზინგის გამცემს წინასწარ არ შეუძლია, ფინანსური ხარჯი შეფასებული უნდა იქნეს მიმდინარე საბაზრო ღირებულების საფუძველზე.

4. ფინანსურ ხარჯს არ მიეკუთვნება ის ხარჯი, რომლის გადახდაც ლიზინგის მიმღებისათვის სავალდებულო იქნებოდა იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ლიზინგის გარეშე თავად განახორციელებდა ლიზინგის საგნის შეძენას ან/და რომელთა გადახდაც მოსალოდნელია ლიზინგის გამოუყენებლობის შემთხვევაშიც.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც ლიზინგის საგნის ღირებულება აღემატება ამავე ქონების პირდაპირი ანგარიშსწორების ფასს, აღნიშნული დადებითი სხვაობა ფასებს შორის უნდა მიეკუთვნოს ფინანსურ ხარჯ